fbpx

“ბათუმი თაუერი” კომპანიების ტოპ ათეულში შევიდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2015 წლის II კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, “ბათუმი თაუერი” კომპანიების ტოპ ათეულში შევიდა.

2015 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციების რაოდენობამ 530 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 354 მილიონ 700 ათასი დოლარის ოდენობით უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 82%-ით აღემატება და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ. სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 207.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების რაოდენობის 58.5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 41.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 11.7%), შემდეგ დ