fbpx
მიმართულებები 2017-09-19T19:16:22+00:00

მართვის ჯგუფი

ჩვენ მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს, როგორც აპარტოტელების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას და მშენებლობას, ასევე მათ შემდგომ მართვას. ჩვენი პროექტების ძირითადი დადებითი მხარე არის ის, რომ ინდივიდუალურ ინვესტორს საშუალება ეძლევა მიიღოს დამატებითი შემოსავალი, ჩვენი კომპანიის მეშვეობით მისი კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში.

Red-co Management Group კლიენტებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას – ის Red-co-ს გუდაურისა და ბაკურიანის აპარტამენტების მფლობელებს უმაღლესი დონის სერვისით, აპარტამენტების გაქირავების შემთხვევაში კი – საუკეთესო პირობებით უზრუნველყოფს.
ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ”რედ-კო” მფლობელებს სთავაზობს: კლიენტების მოძიებას, ჯავშნების ადმინისტრირებას, სტუმრების დახვედრასა და მომსახურებას, აპარტამენტების დასუფთავებას, გაქირავებისას ნომრის დაზიანების შემთხვევაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას, ინვენტარის მოვლასა და დაზიანების შემთხვევაში განახლებას. სისტემა ძალიან მოქნილია, რადგან ჩვენი კლიენტების უმეტესობა თბილისში საქმიანობს ან უცხოელია და საზღვარგარეთ ცხოვრობს. მათ პრაქტიკულად არაფერზე უწევთ ზრუნვა, მიღებული შემოსავალი კი ბევრად აღემატება შესაძლო შემოსავალს საბანკო დეპოზიტიდან 8:56 pmLike

არქიტექტურა

ჩვენი გამოცდილი არქიტექტორების გუნდი მიისწრაფვის სრულყოფილებისაკენ როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე რეკრეაციული ზონების არქიტექტურასა და დიზაინში. ჩვენი უპირატესობები ორიგინალური დიზაინი და მშენებლობის სფეროში გამოცდილებაა, ჩვენი პრიორიტეტები კი კომფორტი, სამშენებლო მასალების მაღალი ხარისხი, ესთეტიურობა და მარტივი ფორმები.

ინჟინერია და მშენებლობა

ჩვენი საინჟინრო-სამშენებლო გუნდისათვის მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვა, ასევე ხარჯების ოპტიმიზაცია და მშენებლობის პროცესების პუნქტუალურობა. ჩვენმა გუნდმა წარმატებით შეასრულა რამოდენიმე პროექტი საქართველოში. კომპანიის გამოცდილი სპეციალისტები და კვალიფიცირებული თანამშრომლები მაღალ დონეზე ერკვევიან ქვეყნის კანონმდებლობაში, სამშენებლო წესებსა და პროცედურებში.

ინტერიერის დიზაინი

დეტალებისადმი ყურადღება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი დიზაინერების გუნდი ქმნის როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ინტერიერებს და ნებისმიერ სივრცეს შესძენს კომფორტსა და რაც მთავარია, ფუნქციონალურობას.

პროექტების მართვა

ჩვენ გვესმის, რომ პროექტების კომპლექსური მართვა წარმატების საწინდარია. ჩვენი გამოცდილი პროექტების მენეჯერები კოორდინაციას უწევენ პერსონალს, აკონტროლებენ ბიუჯეტსა და მუშაობის გრაფიკს, მართავენ დიზაინერებს, არქიტექტორებსა და სუბკონტრაქტორებს პროექტის ყველა ეტაპზე.

დარეკვა
+
დამირეკეთ!