fbpx
Gudauri 2019-07-29T16:15:09+00:00

NEW GUDAURI

Resort Residences & SPA

By REDCO

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური საქართველოში, თბილისიდან 120 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2196 კმ-ში მდებარეობს. სასრიალო სეზონი ტრადიციულად დეკემბერში იხსნება და კურორტი აპრილის ჩათვლით მასპინძლობს დამსვენებელს. კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე განლაგებული, 2000-დან 3258 მეტრამდე მდებარე 15 საბაგირო დამსვენებელს საშუალებას აძლევს ჯამში 70 კილომეტრის, სხვადასხვა სირთულის ტრასებზე ისრიალონ.

ზამთრის სეზონზე დამსვენებელს საშუალება ეძლევა სხვადასხვა აქტივობით გაერთოს: თხილამურით/სნოუბორდით სრიალი, ჰელი-სქიინგი, თავისუფალი სრიალი, ბურანით გაეირნება ან პარაპლანით ფრენა.

გარდა სასრიალოდ საჭირო ინფრასტრუქტურისა, კურორტი ასევე სრულიად აღჭურვილია ყველა საჭირო დეტალით: დამსვენებელს ახალ გუდაურში დახვდება რამდენიმე რესტორანი, კაფე და ბარი, სიგარა ბარი, სუპერმარკეტი, აფთიაქი, თხილამურის გაქირავების სერვისი, ინსტრუქტორის დაქირავების სერვისი, სპა და საცურაო აუზები და სხვა.

გარდა უშუალოდ გუდაურის აქტივობებისა, დამსვენებელს ასევე შესაძლებლობა ეძლევა მოინახულოს ახლოსმდებარე ღირსშესანიშნაობები: გერგეთის სამება სტეფანწმინდაში,  სნოს ციხე, ორ კლდეს შორის მოქცეული ხადას ხეობა, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ფასანაური, ჟინვალის წყალსაცავი, ანანურის კომპლექსი და ქართული ხუროთმოძღვრების უძველესი ძეგლი ლომისა.

გუდაური არც სხვა სეზონზე ჩამორჩება ზამთარს აქტივობებით, აქ დამსვენებელს საშუალება აქვს სხვადასხვა აქტივობით დაკავდეს, როგორებიცაა: მთამსვლელობა, პარაპლანით ფრენა, მთის ველოსიპედი/მოტოციკლი და სხვა.

წაიკითხე მეტი
დარეკვა
+
დამირეკეთ!