fbpx
ატრიუმი 2019-03-19T13:52:26+00:00

Project Description

ატრიუმი

ინტერიერი

Atrium არის თანამედროვე აპარტ-ოტელი. ყველა ოთახში კედლების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ხე. ხე და რბილი იატაკი ქმნის სითბოს და კომფორტის განსაკუთრებულ შეგრძნებას. მსოფლიო პრაქტიკიდან ოთახში დაგებულ ხესა და ხალიჩას შორის თანაბარი მოვლის შემთხვევაში მტვერი ნაკლებადაა ხალიჩიან ოთახში. შუშის ტიხრები, ღია სივრცე და სინათლით სავსე ოთახები – ყველაფერი ეს გამოხატავს საერთო კონცეპციას და ხის დიზაინის ელემენტები კი ქმნიან ბუნებასთან კავშირს.

სამზარეულოს დიზაინი იმდენად არასტანდარტულია და დამოკიდებულია პატრონზე, რომ ყველასთან სხვადასხვანაირი შესახედი იქნება. ამას განაპირობეს ღია თაროები , უჯრების მაგივრად ხის ყუთები და შუშის ტიხრები.

Ski in/Ski out

შენობა ისე არის განთავსებული რომ მოთხილამურეებს კომფორტი შეექმნათ, Ski in/Ski out – ანუ შენობიდან გამოსული პირდაპირ საბაგიროსთან ტრასაზე აღმოჩნდებით და პირიქით, ზემოდან მოსრიალე ტრასიდან პირდაპირ სკიდეპოსთან ჩასრიალდებით ან იქვე დაისვენებთ რესტორნის ღია ტერასაზე.

რესტორანი და ღია ტერასა

შენობაში არსებულ რესტორანს თითქმის მთლიან გაყოლებაზე აქვს ღია ტერასა სადაც მოხვდებით როგორც რესტორნიდან ასევე სკიდეპოსთან არსებული შემოსასვლელიდან.

ტერასა მზიანია და ამიტომ კომფორტულია ნებისმიერი სეზონის დროს. აქედან შეძლებთ თვალყური ადვენთოთ სასრიალო ტრასებს, გონდოლას სადგურს და ცენტრალურ მოედანს.

სპა, ღია და დახურული აუზები

შენობის სარდაფის სართულზე რაც ნაწილობრივ მიწაშია მდებარეობს ავტოფარეხი და სპა ცენტრი დახურული და ღია საცურაო აუზებით. დახურული აუზიდან ვიტრაჟის გავლით მოხვდებით ღია საცურაო აუზზე, რომელსაც ზავიდან გადმოყურებს რესტორნის ტერასა.

აპარტამენტი 217
ფართები 34 მ2-დან
ფასი 1500 აშშ დოლარიდან (თეთრი კარკასი)
დასრულება 2018 წლის დეკემბერი
  • 24/7 დაცვა

  • 24/7 კონსიერჟი

  • მიწისქვეშა ავტოსადგომი

  • სპა

  • რესტორანი

  • Ski-depo

  • დახურული ბასეინი

დარეკვა
+
დამირეკეთ!