fbpx
ბათუმი თაუერი 2019-07-22T16:14:43+00:00

Project Description

ბათუმი თაუერი

ბათუმი – აჭარა

ბათუმი, საქართველოს ზაფხულის საკურორტო დედაქალაქი, თავისი მშვიდი ატმოსფეროთი, მაღალი
დონის სასტუმროებით, კარგი რესტორნებითა და ღამის ცხოვრებით სტუმრებს სწრაფად აყვარებს
თავს. მისი ულამაზესი ბუნება და არტ ნუვოს სტილის არქიტექტურა ტურისტებს მთელი წლის
განმავლობაში იზიდავს. New York Times-მა ბათუმი 2019 წლის საუკეთესო სანახავ ადგილებს შორის
დაასახელა.
ბათუმი სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქია და შავი ზღვის სანაპიროზე, ქვეყნის
სამხრეთ-დასავლეთით, სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობს. ბათუმის ეკონომიკა ძირითადად
ტურიზმსა და სათამაშო ინდუსტრიით შემოიფარგლება, თუმცა, ბათუმი ასევე მნიშვნელოვანი
საპორტო ქალაქია და ისეთ ინდუსტრიებს აერთიანებს, როგორებიცაა გემთმშენებლობა, საკვები
პროდუქტების დამუშავება და მსუბუქი წარმოება. 2010 წლიდან ბათუმი თანამედროვე ქალაქად
გარდაისახა, სადაც მაღალი შენობები და მე-19 საუკუნის სტილის სახლები ერთმანეთს ჰარმონიულად
შეერწყა. ბათუმში საზღვაო სეზონი მაისის ბოლოდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება, თუმცა,
ტურისტული ნაკადი ქალაქში ყოველ თვე მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ რეზიდენციის გაქირავებას
მფლობელები მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ.

ბათუმი თაუერ რეზიდენციები

91 პრემიუმ კლასის რეზიდენცია ბათუმის, ყველაზე მაღალ, არქიტექტურულად გამორჩეულ შენობაში „ბათუმი თაუერ“ მე-4-დან 35-ე სართულის ჩათვლით განთავსდება. თქვენი შეძენილი ნებისმიერი რეზიდენციიდან ზღვისა და მთების შეუდარებელი ხედები გადაიშლება. პრემიუმ კლასის რეზიდენციების გარემოს კიდევ უფრო ამდიდრებს ერთიან კომპლექსში განლაგებული 5-ვარვსკლავიანი სასტუმრო Le Méridien, სამორინე, სპა,
ფიტნეს ცენტრი, ღია და დახურული აუზები, რესტორნები – ყველაფერი, რაც მიუთითებს მაღალი კლასის ცხოვრების სტილზე და უზრუნველყოფს კომფორტულ დასვენებას ზღვისპირა ქალაქში. მობინადრეები სპეციალური პირობებით შეძლებენ სასტუმროს ინფრასტრუქტურით, სპა ცენტრით, აუზითა და ფიტნეს დარბაზით სარგებლობას. კონსიერჟის სერვისი 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. „ბათუმი თაუერის“ რეზიდენციებს კიდევ
უფრო გამორჩეულს ხდის ის, რომ მათი ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის კონცეფციაზე ქართულმა კომპანიამ Rooms-მა იმუშავა. დიზაინერების თქმით,
მათი მთავარი პრინციპი თანამედროვე სტილის კომფორტული ბინების შექმნა იყო. მათ ასევე შედარებით ნეიტრალური ინტერიერი შექმნეს, იმის გათვალისწინებით, რომ რეზიდენციები გაიყიდება რემონტით და მომავალი მობინადრის სურვილის შემთხვევაში, ავეჯითაც.

სასტუმრო 5* Le Méridien Batumi
კაზინო Casino Empire
აპარტამენტები 91 დახვეწილი რეზიდენცია(67მ2-დან)
ჩაბარება 2019 წელი
ფასი 2800$ (დასრულებული რემონტით ჩაშენებული სამზარეულოთი ავეჯით და ტექნიკით)
დარეკვა
+
დამირეკეთ!