fbpx
ბლოკი 1 2017-10-13T17:28:46+00:00

Project Description

ბლოკი 1

ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში

კურორტი პოპულარულია როგორც გამოცდილი მოთხილამურეების ასევე მოყვარულთა შორის. კურორტი გთავაზობთ როგორც მრავალფეროვან სათხილამურო და სნოუბორდის ტრასებს, ასევე პარაგლაიდინგის და სათხილამურო ჰელი-სკიინგის ინფრასტრუქტურას.

ბლოკი 1

ბლოკი 1 არის თანამედროვე აპარტოტელი, რომელიც 2014 წელს გაიხსნა. რესტორანი, სადაც გეძლევათ საშუალება დააგემოვნოთ ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, და მზიანი ტერასა – ეს არის იმ დასვენებისა და განტვირთვის საშუალებების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც ჩვენს აპარტოტელში თქვენ სრული წლის განმავლობაში გელოდებათ.

აპარტოტელი „ბლოკი 1“ მოიცავს სრულყოფილ ინფრასტრუქტურას იდეალური დასვენებისათვის: კონსიერჟის მომსახურება, 24-საათიანი დაცვა, სკი-დეპო, რესტორანი ღია ტერასით, ნომრების მომსახურება და მიწისქვეშა პარკინგი. აპარტამენტების მფლობელებს ჩვენ ვთავაზობთ შეძენილი ბინების გაქირავების და მართვის სერვისს.

აპარტოტელი ბლოკი 1 მდებარეობს ცნობილი სათხილამურო კურორტ გუდაურის ახალ საცხოვრებელ და სარეკრეაციო უბანში და სტუმრებს სთავაზობს პირდაპირ წვდომას „გონდოლას“ ტიპის საბაგიროზე.

სართულების რაოდენობა 4
ფართები 25 კვ.მ.-დან
დასრულება დასრულებულია/ოპერირებს 2014 წლიდან

მომსახურება

  • 24/7 კონსიერჟი
  • 24/7 დაცვა
  • სკი-დეპო
  • რესტორანი
  • ბავშვთა გასართობი ცენტრი
  • მიწისქვეშა პარკინგი
დარეკვა
+
დამირეკეთ!