კურორტი ახალი გუდაური 2017-09-19T20:44:50+00:00

Project Description

NEW GUDAURI

RESORT RESIDENCES & SPA, BY RED-CO

რედკოს საცოხვრებელ-დასასვენებელი კომპლექსი მდებარეობს ახალ გუდაურში თანამედროვე საბაგირო სადგურ “გონდოლა”-დან 100 მეტრის სიახლოვეს, რაც ერთ-ერთი მნიშნველოვანი ფაქტორია მოთხილამურეთა კომფორტისთვის.
New Gudauri Residences & Spa – არის ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებული 5 ცალკე მდგომი აპარტ-ოტელი, 500-მდე აპარტამენტით, სადაც მოქმედებს სასტუმროს ტიპის მომსხახურეობა: კონსიერჟი, დაჯავშნის სისტემა, 24-საათიანი დაცვა, დახურულ ავტოსადგომები, თხილამურების სათავსოები, ოთახების დალაგების სერვისი, სურვილისამებრ, კერძო საცხოვრებელი აპარტამენტების გაქირავების მომსახურეობა დაჯავშნის მოქნილი სისტემა.
სტუმრების გართობისთვის და კომფორტული დასვენებისთვის, რედკოს კომპლექსში მოქმედებს რამოდენიმე რესტორანი, ბარი და კაფე, ფიტნეს დარბაზები და სპა ცენტრები, საბავშვო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდება გუდაურში პირველი სამორინე.

ახალი გუდაურის განვითარების გეგმა

Ecosign Master Plan “Red-co” გუდაურის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიამ შეისყიდა ახალი გუდაურის 50 ჰა ტერიტორია და 2012 წლიდან დღემდე უკვე ააშენა ოთხი აპარტ-ოტელი – New Gudauri I, II, III, IV და მე-5 უფრო მაღალი დონის საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსი “New Gudauri Suites”. 2017 წლის ზამთრის სეზონისთვის ახალ გუდაურში რედ-კო გახსნის სამორინეს CASINO GUDAURI.
რედკოს არსებული და მომავალი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი თავისი გასართობი და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურით ერთიანდება ერთი ბრენდის New Gudauri Resort Residences & Spa-ს ქვეშ. 
კანადური კომპანია “Ecosign”-ის მიერ შექმნილი, გუდაურის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით ახალ გუდაურში ხუთი წლის განმავლობაში აშენდება 26 ახალი შენობა, რომელთა შორის იქნება 2, 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, აპარტ-ოტელები, საკუთარი სახლები და კოტეჯები; ჯამში – დაახლოებით 4,200 ახალი საწოლი. გეგმა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა კომერციულ, გასართობ და სპორტულ ობიექტებს, როგორიცაა საკონფერენციო დარბაზები, მუსიკალური კლუბები, სპორტული მოედნები და სხვა.
2018 წელს რედკო გუდაურში ააშენებს პირველ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გუდაურში Radisson Blu Gudauri.

დარეკვა
+
დამირეკეთ!