fbpx

“რედკოს” საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერება

„გათოვლიანების ახალმა სისტემამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები; გუდაურში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ აქ აშენდეს თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები.“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ გუდაურში კომპანია “Red-Co-ს“ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერებისას განაცხადა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ გუდაურში, სასტუმროებთან ერთად, უკვე აპარტოტელებიც შენდება.

დეველოპერულმა კომპანია “RED-CO”-მ ინვესტირება გუდაურში 2 წლის წინ დაიწყო. პირველი კომპლექსი გაიხსნა 2013 წლის დეკემბერში და მისი საინვესტიციო თანხაა 6 მილიონი დოლარი გახლავთ, მეორე და მესამე პროექტების მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, რომელთა საინვესტიციო თანხა 9 მილიონი დოლარია. 2015 წელს კი კომპანია გუდაურში 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

By | 2016-09-28T15:04:59+00:00 თებერვალი 17th, 2015|სიახლეები|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “რედკოს” საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერება
დარეკვა
+
დამირეკეთ!