რატომ არის გუდაური და ციხისძირი მომგებიანი ლოკაციები უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის?
სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი ქართული უძრავი ქონების ბაზრის მიმართ, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, რომლებიც სწრაფად ვითარდება ტურისტულად და ინფრასტრუქტურულად. ამ თვალსაზრისით, გუდაური და ციხისძირი ორი გამორჩეული ლოკაციაა.
რატომ ღირს ინვესტიციის განხორციელება სწორედ ამ ორ ლოკაციაზე:
გუდაური – ზამთრის ტურიზმის მარგალიტი
გუდაური უკვე წლებია რაც ლიდერობს საქართველოს ზამთრის კურორტებს შორის, და ეს პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ტურისტების დიდი ნაკადი (ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი), ქმნის სტაბილურ მოთხოვნას აპარტამენტებზე და აქედან გამომდინარე ინვესტორებს უქმნის მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების საშუალებას.
1. მუდმივად მზარდი ტურისტული ნაკადი
ზამთრის სეზონზე გუდაური 98%-ით დატვირთულია. ეს ნიშნავს, რომ აპარტამენტების მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი შემოსავალი გაქირავებიდან.
2. დაბალი ფასი საერთაშორისო ბაზართან შედარებით
ევროპულ სამთო-სათხილამურო კურორტებთან შედარებით, გუდაური ითვლება ხელმისაწვდომ სამთო-სათხილამურო კურორტად, რაზეც ვიზიტორების დიდი რიცხვი მეტყველებს. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ მაღალი 12-15% შემოსავალი აპარტამენტის გაქირავებით.
3. ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება
გზების რეაბილიტაცია, ახალი საბაგიროები (18 საბაგირო), ახალი სასრიალო ტრასები (80 კმ) – ეს ყველაფერი წლიდან წლამდე ზრდის მოთხოვნას გუდაურზე.
4. მინიმალური ჩართულობით შემოსავლის მიღება
ახალი გუდაური რედკოს საცხოვრებელ კომპლექსს აქვს აპარტამენტების მენეჯმენტის სერვისი, რაც ნიშნავს, რომ აპარტამენტის მფლობელებს კომპანია აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მუდმივი შემოსავალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ციხისძირი – შავი ზღვის მშვიდი და ელიტური ლოკაცია
ციხისძირი- ხელუხლებელი ბუნება, სამკურნალო ეფექტის მქონე ბამბუკის და ევკალიფტის ტყე, სიწყნარე და განვითარების დიდი პოტენციალი.
1. უძრავი ქონების დაბალი ფასი, მაღალი შემოსავლით ინვესტიციიდან
ციხისძირში უძრავი ქონების ფასი შედარებით დაბალია ევროპის ზღვისპირა კურორტებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი შემოსავლის მიღება დაბალი ინვესტიციით არის შესაძლებელი.
2. იდეალური ადგილი რეკრეაციისა და ველნეს ტურიზმისთვის
სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, სიმწვანე, ისტორიული ძეგლები – ციხისძირი იდეალური ლოკაციაა მშვიდი დასვენებისთვის.
3. იდეალური სივრცე ოჯახური დასვენებისთვის
ციხისძირში უძრავი ქონება შეგიძლიათ შეიძინოთ არა მხოლოდ საინვესტიციოდ – ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ მშვიდად გაატაროთ შვებულების დღეები ოჯახთან ერთად.
4. მინიმალური ჩართულობით შემოსავლის მიღება
ბამბუ ბიჩ ციხისძირის საცხოვრებელ კომპლექსს აქვს აპარტამენტების მენეჯმენტის სერვისი, რაც ნიშნავს, რომ აპარტამენტის მფლობელებს კომპანია აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მუდმივი შემოსავალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
რატომ უნდა მოახდინოთ ინვესტირება ამ ორ რეგიონში?
გუდაური და ციხისძირი უნიკალური შანსია:
- შეიძინოთ უძრავი ქონება ხელსაყრელ ფასად
- გამოიყენოთ როგორც დასასვენებლად, ასევე აქციოთ შემოსავლის წყაროდ
- ისარგებლოთ უძრავი ქონების მზარდი ღირებულების პრივილეგიით
- ტურისტების მზარდი ნაკადის პროპორციულად, შეიქმნათ სტაბილურად მზარდი შემოსავლის წყარო
დასკვნა
თუ ეძებთ სანდო და მომგებიანი ინვესტიციის წყაროს, გუდაური და ციხისძირი არის ის ლოკაციები, საიდანაც შეგიძლიათ მიიღოთ მზარდი შემოსავალი. აპარტამენტის შეძენით თქვენ არა მხოლოდ უძრავი ქონების კაპიტალს გაზრდით, არამედ გეძლევათ შანსი დაიწყოთ მომგებიანი ბიზნესი დღესვე.