რატომ უნდა განახორციელოთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში. საქართველოს უძრავი ქონების მზარდი ბაზარი
უძრავი ქონება მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზაა, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უნიკალურ შესაძლებლობებს გთავაზობთ თუ ეძებთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის გზას. რატომ არის საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიცია სწორი ნაბიჯი და რატომ არის ახლა საუკეთესო დრო ინვესტიციის განხორციელებისთვის:
1. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი სწრაფი ტემპით ვიტრდება
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. უძრავ ქონებაზე( საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართებზე ) მაღალი მოთხოვნაა და ტენდენცია კიდევ უფრო მზარდია. ეს განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ასევე საერთაშორისო მყიდველებისა თუ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ინტერესით.
შესანიშნავი შესაძლებლობაა ინვესტირება მოახდინოთ უსაფრთხო ბაზარზე, რომელიც გააგრძელებს აღმავალი ტრაექტორიით სვლას. მიუხედავად იმისა, თქვენ ეძებთ უძრავ ქონებას გაქირავების პერსპექტივით თუ კაპიტალის გაზრდისთვის, საქართველოს უძრავი ქონება გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს .
2. ხელმისაწვდომი უძრავი ქონების ღირებულება გლობალურ სტანდარტებთან შედარებით
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ხდება უძრავ ქონებაში ინვესტირების ცხელი წერტილი, არის ხელმისაწვდომობის ფაქტორი. უფრო მომწიფებულ ევროპულ ან ამერიკულ ბაზრებთან შედარებით, საქართველოში უძრავი ქონების ფასები შედარებით დაბალია. ეს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც დამწყებ , ასევე გამოცდილ ინვესტორებს შევიდნენ ბაზარზე მინიმალური რისკით.
გარდა ამისა, საქართველოში უძრავი ქონების ფასები მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ დამწყები ინვესტორები მიიღებენ მაღალ უკუგებას, რაც საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის.
3. ხელსაყრელი საგადასახადო პირობები ინვესტორებისთვის
საქართველო გთავაზობთ საგადასახადო შეღავათებს, რაც მას მიმზიდველ ლოკაციად აქცევს უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის. ქვეყანას აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი საგადასახადო სისტემა, რაც მოიცავს:
- ქონების გადასახადის დაბალ განაკვეთს: ქონების გადასახადის განაკვეთი საქართველოში კონკურენტულია დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით.
- მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას: თუ თქვენ ფლობთ ქონებას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენ გათავისუფლებული ხართ მოგების გადასახადისგან მისი გაყიდვის შემთხვევაში.
- მემკვიდრეობის გადასახადი არ არსებობას: საქართველო არ აწესებს მემკვიდრეობის გადასახადს, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც უძრავ ქონებას განიხილავს, როგორც მემკვიდრეობით გადაცემის ნაწილს.
ეს საგადასახადო პოლიტიკა მომგებიანია, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინვესტორები მაქსიმალურ მოგებას იღებენ.
4. დიდი მოთხოვნა აპარტამენტების გაქირავებაზე
უძრავი ქონების გაქირავების ბაზარი საქართველოში მომგებიანია, რადგან საქართველო იზიდავს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტებს. აჭარის რეგიონს 2024 წელს 4,7 მილიონი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი ჰყავდა, ხოლო გუდაურის რეგიონს ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა. აპარტამენტებზე მოთხოვნა მაღალია წარმატებული ბიზნეს გარემოსა და ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო.
5. სტრატეგიული მდებარეობა და მზარდი ინფრასტრუქტურა
საქართველოს მდებარეობა, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, აქცევს მას ვაჭრობისა და ტურიზმის სტრატეგიულ ცენტრად. დიდი ინვესტიცია განხორციელდა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებაში, მაგისტრალებისა და აეროპორტების მშენებლობაში, რაც აძლიერებს უძრავი ქონების ბაზარს.
საქართველოს ტურისტულ რეგიონებში არსებული უძრავი ქონების მიმართ იზრდება ინტერესი და ეს ბაზარი წლიდან წლამდე ვითარდება, რაც უძრავი ქონების ღირებულების ზრდას იწვევს.
6. ტურიზმის ზრდა ნიშნავს ბაზრის გაძლიერებას
საქართველო ხდება უფრო და უფრო პოპულარული ტურისტული ლოკაცია, რომელიც იზიდავს ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან. ეს მზარდი ტურისტული ნაკადი დადებითად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა აჭარა და მაღალმთიანი რეგიონები. ტურიზმის განვითარებიდან გამომდინარე მოთხოვნა მოკლევადიან გაქირავებაზე სტაბილურად იზრდება.
ტურისტულ ლოკაციაზე უძრავი ქონების ფლობა შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ აღნიშნული მომგებიანი ბაზრის უპირატესობებით.
დასკვნა: ქართულ უძრავ ქონებაში ინვესტირების მომავალი
საქართველოს უძრავი ქონების მზარდი ბაზარი უამრავ შესაძლებლობას უქმნის ინვესტორებს. უძრავი ქონების ხელმისაწვდომი ფასი, ხელსაყრელი საგადასახადო პირობები, გაქირავების მზარდი მოთხოვნა და სტაბილური ეკონომიკური გარემო- საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების საუკეთესო დრო სწორედ ახლა არის. თუ თქვენ ეძებთ დამატებითი შემოსავლის წყაროს, თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას, თუ თქვენი მომავლის უზრუნველყოფას, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს აქვს პოტენციალი გამოგამუშავებინოთ მაღალი უკუგება თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციიდან.