საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა - დეველოპერული კომპანია რედკო
საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა - დეველოპერული კომპანია რედკო ემიგრაცია საქართველოში უკრაინიდან და მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღება: რა უნდა იცოდეს უცხოელმა - სასარგებლო რჩევები დეველოპერული კომპანია რედკო-ს ბლოგში |
საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების თავისებურებანი საქართველო - აზიისა და ევროპის შესაყარზე განლაგებული უნიკალური ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი მდიდარი კულტურით, საოცარი ბუნებით და რბილი კლიმატით, სტუმართმოყვარე ხალხით და კიდევ - აქტიურად განვითარებადი, ინვესტორებისთვის გახსნილი ეკონომიკით. რატომ ღირს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღება და ამისთვის რა არის საჭირო - ამაზე იქნება საუბარი ამ სტატიაში |
რატომ ღირს საქართველოს არჩევა მუდმივი ცხოვრებისთვის საქართველო, გარშემორტყმული დიდი კავკასიონის მთებით, გადაშლილია დასავლეთიდან აღმოსავლეთით და ლიხის ქედით იყოფა შუაზე. შავი ზღვის სიახლოვის გამო დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთისგან გამოირჩევა უფრო ნოტიო ჰავით, აქ ხარობს პალმები, მანდარინისა და ჩაის პლანტაციები. ეროვნული პარკები, ისეთი, როგორც ოკაცე და მარტვილის კანიონი, ჩანჩქერები, გამოქვაბულები ძირითადად დასავლეთ საქართველოშია თავმოყრილი. ბევრ ტურისტს საქართველო მისი დედაქალაქით - თბილისით და მეღვინეობის მხარეთი - კახეთით, სამთო-სათხილამურო და ზღვისპირა კურორტებით იზიდავს. მაგრამ, ეს არ არის მთავარი მიზეზები, რის გამოც ღირს საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლა. კლიმატი და ბუნება საქართველოს ტოპოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია. განსაკუთრებული თავისებურება - მთებია, რომლებსაც ფაქტობრივად ქვეყნის ტერიტორიის 85% უკავია. ჩრდილოეთით მდებარეობს დიდი კავკასიონი მისი შხარას (5200მ) და ყაზბეგის (5037მ) მწვერვალებით. ბევრი მწვერვალი 4.5 კმ აღწევს. ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე მდებარეობს მცირე კავკასიონი, რომლის მწვერვალები სამ კილომეტრს არ აღწევს. საქართველოში დაახლოებით 25000 მდინარეა, რომელთა ნაწილი დასავლეთით შავ ზღვას, აღმოსავლეთით კი კასპიის ზღვას ერთვის. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე - მტკვარი, რომელიც თბილისში გაედინება, სათავეს იღებს თურქეთში და საქართველოს გავლით მიედინება კასპიის ზღვაში. კლიმატი იცვლება სუბტროპიკულიდან შავი ზღვის სანაპიროზე კონტინენტალურამდე ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში. მთები იცავენ საქართველოს ჩრდილოეთიდან მომდინარე ჰაერის ცივი მასებისგან, ამიტომაცაა, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში თბილი და ნოტიო ჰავაა, ნალექების რაოდენობა კი წელიწადში 1000-დან 2500 მილიმეტრამდე აღწევს. ზამთარში საშუალო ტემპერატურა 5°C, ზაფხულში კი 22°C შეადგენს. წლიური საშუალო ტემპერატურა - 12.7°C. კლიმატური სარტყელები დამოკიდებულია სიმაღლეზე და შავი ზღვიდან დაშორებაზე. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია - საშუალოდ 560 მილიმეტრი წელიწადში, ზამთრის საშუალო ტემპერატურა 2-4°C, ზაფხულის კი 20-24°C შეადგენს. ნახევრად არიდული ვაკეებს და მაღალმთიანეთს სამხრეთ-აღმოსავლეთით საკუთარი მიკროკლიმატი აქვთ: მთებში ნალექების რაოდენობამ შეიძლება ორჯერ გადააჭარბოს ქვეყნის ვაკე ნაწილში მოსულ ნალექებს. ყველაზე მაღალი მწვერვალები მუდმივად დაფარულია თოვლით. საქართველო ღიაა ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში. ტურისტებისთვის საქართველო გახსნილია მთელი წლის განმავლობაში. ზაფხულობით შეიძლება ზღვაზე, სამკურნალო კურორტებზე ან ბუნებრივ პარკებში წასვლა, ზამთარში კი მთებში, თხილამურებით სასრიალოდ. სულ საქართველოში ხუთი სამთო-სათხილამურო კურორტია. სოციუმი საქართველო ძალიან სტუმართმოყვარე ხალხით არის დასახლებული. ისინი მზად არიან მიიღონ ტურისტები როგორც საკუთარი მეგობრები, ოჯახის წევრები. ქართველისთვის სტუმარი - ღვთისაა და ამიტომაც ყოველი ქართველი თვლის თავს ვალდებულად საუკეთესოდ უმასპინძლოს მას. ქართველები ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნოსს წარმოადგენენ. 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად (ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღწერა ვერ ჩატარდა), აქ 3224564 ქართველი ცხოვრობს. ქვეყანის მოსახლეობას აგრეთვე შეადგენს რამდენიმე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი მოსახლეობა: ყველაზე მეტია აზერბაიჯანელები (233024), სომხები (168102), რუსები (26453), ოსები (14385), უკრაინელები (6034), ბერძნები (5544). აზერბაიჯანლები მეტწილად ქვემო ქართლის რეგიონში არიან დასახლებულები, სომხები წარმოადგენენ სამცხ-ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობას, დანარჩენი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები მეტწილად თბილისში, კახეთში და ბათუმში ცხოვრობენ. ქართველების ნახევარზე ოდნავ მეტი ქალაქებში: თბილისში - 1000000 მოსახლეზე მეტი, ქუთაისში - 200000, ბათუმში - 150000 ცხოვრობენ. მოსახლეობა თავმოყრილია ხეობაში დიდსა და მცირე კავკასიონს და შავი ზღვის სანაპიროს შორის. მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით მაღალია, მაგრამ ნაკლებია, ვიდრე მეზობელ სომხეთსა თუ აზერბაიჯანში. განათლება და მედიცინა საქართველოს განათლების და ჯანდაცვის საკმაოდ განვითარებული სისტემები აქვთ, რაც 2003წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგია. მათი დამსახურებით მოხდა არა მარტო ძველი სკოლების და საავადმყოფოების მოდერნიზაცია, არამედ, ბევრი ახალი სასწავლებელი და სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა. მედიცინა საქართველოში ფასიანია, მაგრამ, პირველადი დახმარების გაწევა უფასოა. განათლების სფეროც ფასიანია. აღზრდის სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლა - დაახლოებით 280 ლარი, დაწყებით სკოლებში - 7800 ლარი, უნივერსიტეტში - 2250 ლარიდან ღირს. საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომები აღიარებულია დსთ-ს ქვეყნებში და ევროპაში. ცხოვრების ღირებულება ცხოვრების საშუალო დონე ოდნავ მაღალია ვიდრე საშუალოდ დსთ-ს ქვეყნებში. 4-კაციანი ოჯახის გასავალი საარენდო გადასახადის გარეშე საშუალოდ 4620 ლარს შეადგენს, ხოლო ერთ სულზე გასავალი - 1318.60 ლარს. ცხოვრების ღირებულების ინდექსი თბილისში 11.62% ნაკლებია, ვიდრე ჩინეთში, ისევე როგორც არენდის ფასი 30.37% უფრო დაბალია. სადღეისოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით მგზავრობის საფასური საქართველოში უკრაინასთან შედარებით საკმაოდ დაბალია. მაგალითად, ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობა 50 თეთრი (დაახლოებით 5 გრივნა) ღირს. ამავდროულად, ერთი საათის განმავლობაში ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე გადაჯდომა უფასოა. საქართველოში ცხოვრების ფასის გათვლა გასავლის ძირითადი მიმართულებების მიხედვით შეიძლება: საკვები: საცხოვრებელი: ხარჯები: საბაზისო სადილი (სასმელის ჩათვლით) საქმიან რაიონში - 20₾; ქალაქის პრესტიჟულ უბანში 85 მ2 საცხოვრებელი ფართის ქირაობა 1925 ₾; ტელევიზორი ბრტყელი ეკრანით 40’’ – 897 ₾; სადილი სწრაფი კვების რესტორანში - 18 ₾; 1 თვის კომუნალური გადასახადები 2 კაცზე (ელექტროენერგია, გათბობა, ბუნებრივი აირი) 85 მ2 ბინაში - 165 ₾; ერთი ხარისხიანი ჯინსის შარვალი - 143 ₾; ქათმის ფილე 500გრ - 5.66 ₾; პრესტიჟულ უბანში 45 მ2 ავეჯით უზრუნველყოფილი სტუდიის არენდის ყოველთვიური გადასახადი - 875 ₾; კერძო ვიზიტი ექიმთან - 68 ₾; რძე 1 ლიტრი - 3.46 ₾; რიგით უბანში 45 მ2 ავეჯით უზრუნველყოფილი სტუდიის არენდის ყოველთვიური გადასახადი - 841 ₾; თმის შამპუნი 2-1-ში (400მლ) – 9 ₾; კვერცხი 12 ცალი - 4.47 ₾; 45 მ2 სტუდიის 1 ბინადრით კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგია, გათბობა, ბუნებრივი აირი) - 127 ₾; კინოთეატრის 2 ბილეთი - 27 ₾; 1 ბოთლი წითელი ღვინო - 32 ₾; ინტერნეტი ... მბ/წ - 30 ₾; 1 ლიტრი ბენზინი „სუპერი“ – 2.58 ₾; საქართველო არის შემოსავლების მაღალი დონის მქონე ქვეყანა, რომელიც ამ მაჩვენებლით უსწრებს მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს. 2018 მთლიანი შიდა პროდუქტი 5.1% გაიზარდა. 2006-2007 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10% აღწევდა და მსოფლიო ბანკმა საქართველო „წლის ნოვატორად“ დაასახელა. ამჟამად, COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შენელდა და ექსპერტების პროგნოზით 2021 წელს დაახლოებით 5% მიაღწევს. |
უცხოელისთვის საქართველოში მუდმივად ცხოვრების უპირატესობანი საქართველო ინვესტორებს და უძრავი ქონების მფლობელებს სთავაზობს ვიზებს, ბინადრობის უფლებას და საგადასახადო ინვესტორის სტატუსს მოქალაქეობის მიღების პერსპექტივით. ქვეყანაში შეუზღუდავი ვადით ყოფნა ბინადრობის უფლება იძლევა ქვეყანაში შეუზღუდავი ვადით ყოფნას და ნებისმიერი კანონიერი მოღვაწეობით -ბიზნესის წარმოება, მუშაობა, სწავლა ან პენსიაზე გასვლა მუშაობის უფლების ან სხვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე - დაკავების საშუალებას. საქართველოში მცხოვრები პირები არ არიან ვალდებულნი იმსახურონ ჯარში. საინვესტიციო შესაძლებლობები ფულის სარფიანად დაბანდების ბევრი საშუალება არსებობს, მაგალითად, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში ან უძრავ ქონებაში. მთავრობა გვთავაზობს ბევრ შეღავათს თუ გრანტს, გამარტივებულ დაბეგვრას და მრავალ პრეფერენციას უცხოელი ინვესტორებისთვის, რითიც ამცირებს ბიზნესის წარმოების ან უძრავი ქონების შესყიდვის დანახარჯებს. მეტი თავისუფლება და შესაძლებლობა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, კრიმინალური დანაშაულის დონე აქ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დაბალია. თუ თქვენს ქვეყანაში ეკონომიკური ან პოლიტიკური სიტუაცია უეცრად მკვეთრად გაუარესდება, თქვენ შეძლებთ ბინადრობის ნებართვის გამოყენებას აქ ოჯახთან ერთად გადმოსასვლელად. ბინადრობის ნებართვა დაგეხმარებათ თქვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან და შიდა კანონმდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აარიდოთ თავი. საიმიგრაციო შეღავათების გავრცელება ოჯახის წევრებზე საქართველო აძლევს „ბინადრობის ნებართვას ოჯახის გაერთიანების მიზნით“. ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, შვილი და მშობელი; აგრეთვე, მათი მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი. თუ ევროპაში ან სხვა ქვეყანაში გამგზავრება გსურთ, ბინადრობის ნებართვა მოგცემთ უფლებას საქართველოში შეიტანოთ სავიზო განაცხადი შესაბამის საელჩოში. უცხოეთში მიღებულ შემოსავალზე გადასახადების არარსებობა ფიზიკური პირების მიერ უცხოური წყაროები და მიღებული შემოსავალი საქართველოში არ იბეგრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტი გახდით. საგადასახადო რეზიდენტის მიღება შეუძლია უცხოეთის მოქალაქეს რომელიც ქვეყანაში წელიწადში 183 დღეზე მეტს ატარებს . სახელმწიფო დახმარება საქართველოში მცხოვრებლები ყველა საკონსტიტუციო უფლებით სარგებლობენ, შრომის უფლების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლების ჩათვლით. საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში მოქმედებს რამდენიმე პროგრამა, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული განათლება და მკურნალობა, სოციალური შემწეობა ხანდაზმულთა, შშმ პირების და მოსახლეობის სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის. ბიზნესის მარტივი და უსწრაფესი დარეგისტრირება თუ თქვენ იმყოფებით საქართველოში და იყენებთ სარეგისტრაციო დოკუმენტების ფორმებს, ბიზნესის დარეგისტრირება ერთ დღეშია შესაძლებელი. თუ საბუთები სხვა ფორმით არის აწყობილი ან დისტანციური (მინდობილობით) რეგისტრაციის შემთხვევაში პროცესმა შესაძლოა მეტი დრო დაიკავოს. კორპორატიული საბანკო ანგარიშის გახსნას, როგორც წესი, ერთი დღე სჭირდება. საბუთების მინიმალური ნაკრები იქნება საჭირო, მაგალითად, აქციონერთა და დირექტორების პასპორტები. დაბალი გადასახადები მეწარმეებისთვის კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი საქართველოში 15% შეადგენს, მაგრამ, კომპანია არ არის ვალდებული გადაიხადოს გადასახადები, სანამ მოგება არ იქნება გადანაწილებული. ნულოვანი გადასახადი ეკუთვნის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებელ და IT-კომპანიებს. წლიური გაყიდვების 30000ლარზე (10 135 USD) ნაკლები შემოსავლის მქონე ინდმეწარმეები თავისუფლდებიან გადასახადისგან. წლიური გაყიდვების 500 000ლარზე (167 000 USD) ნაკლები შემოსავლის მქონე ინდმეწარმეები იხდიან გაყიდვებიდან შემოსული თანხის 1%. როგორც წესი, დივიდენდები იბეგრება 5% განაკვეთით, მაგრამ, ორმაგი დაბეგვის თავიდან აცილების შეთანხმების თანახმად შეიძლება ნაკლები იყოს. გზა მუდმივი ცხოვრების უფლების მისაღებად როგორც საქართველოს რეზიდენტები, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები შეძლებთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. საქართველოს პასპორტი მსოფლიოში 53-ე ადგილს იკავებს და იძლევა 116 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე მათ შორის ევროკავშირის (შენგენის ზონა), დსთ-ს ქვეყნების უმრავლესობაში, ირანში და თურქეთში უვიზოდ შესვლის უფლებას. |
მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების ნიუანსები უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად საჭიროა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები, რის შემდეგაც სამიგრაციო სამსახურის განყოფილებაში პრეტენდენტი გადის გასაუბრებას. ბინადრობის ნებართვის საკითხი განიხილება ერთი თვის განმავლობაში, შედეგი კი ქვეყნის სამოქალაქო რეესტრის ოფიციალურ საიტზე ქვეყნდება. მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის თქმა, მიუხედავად მის მისაღებად ყველა პირობის შესრულებისა, შეიძლება თუ პრეტენდენტი: არის ნასამართლევი; მიაწოდა ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ; დაავადებული მძიმე და პოტენციურად საშიში დაავადებით; ადრე დეპორტირებული იყო ქვეყნიდან. დანარჩენ შემთხვევებში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან პრობლემები, თუ პრეტენდენტმა პირნათლად შეასრულა ყველა მოთხოვნა, როგორც წესი, არ ჩნდება. |
საჭირო დოკუმენტები მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად საბუთების შეტანა შეიძლება პირადად, ან მინდობილობით, შუამავლის დახმარებით. საბუთები უნდა ითარგმნოს ქართულად და დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ. დოკუმენტების პაკეტი უნდა შეიცავდეს: დაბადების მოწმობას; ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელ საბუთს; საზღვარგარეთის პასპორტის ორიგინალი და ასლი; 2 საპასპორტო ფორმატის ფოტო; ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; საქართველოში ცხოვრების ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტები; ნასამართლეობის ცნობა; მოწვევა (არსებობის შემთხვევაში). ოფიციალური რეზიდენტობის მისაღებად უცხოელს ბინადრობის ნებართვის მოსარგებლის სტატუსით მინიმუმ 3 წელი უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რეპატრიანტები, ინვესტორები და პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფებიან. მუდმივად ცხოვრების უფლების მისაღებად უცხოელს მოუწევს ქართული ენისა და ისტორიის გამოცდების ჩაბარება, რის შემდეგაც ის გახდება ქვეყნის სრულუფლებიანი მაცხოვრებელი და ისარგებლებს იგივე უფლებებით, რაც საქართველოს მოქალაქეები, გარდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა. |