საქარველოში ცხოვრების ფასი - დეველოპერული კომპანია Redco

Chesnokov Georgii 2021-03-11

კითხვის დრო 10 მ

blog-main-image
ცხოვრების ფასი საქართველოში

ყოველწლიურად საქართველო სულ უფრო მეტ უცხოელს იზიდავს. საუბარია არა მხოლოდ ტურისტებზე, არამედ, იმ ადამიანებზე, ვინც სერიოზულად განიხილავენ საქართველოს როგორც მომავალ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მეზობელი ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველო დასახელდა მოწინავე ეკონომიკურ რეფორმატორ ქვეყნნად- მას ნამდვილად გააჩნია რეგიონში ყველაზე განვითარებული ეკონომიკა. რა ჯდება ცხოვრება საქართველოში - ამაზე იქნება საუბარი ამ სტატიაში.
ძირითადი ხარჯები საქართველოში ცხოვრებისას

საცხოვრებლად, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საქართველო იაფ ქვეყნად მიიჩნევა, თუმცა, ეკონომიკისა და საინვესტიციო მიმზიდველობის კვალდაკვალ ფასებიც იზრდება. ცხადია, საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, არის შედარებით უფრო ძვირი და იაფი ქალაქები. როგორც წესი, ყველაზე მაღალი ფასები დამახასიათებელია ზღვის სანაპიროსა და დედაქალაქისთვის, ყველაზე დაბალი კი - პატარა პროვინციულ ქალაქებში.

საცხოვრებლის ქირაობა
განვიხილოთ საქართველოში ნაქირავებ ბინაში ცხოვრების ფასი დედაქალაქის მაგალითზე. თბილისში ბინის ქირაობა არ არის რთული. უცხოელები უპირატესობას ცენტრალურ უბნებს ანიჭებენ - მთაწმინდა, სოლოლაკი, ვერა, ვაკე, საბურთალო, რომლებიც მეტროს მთავარი ხაზის მიმდებარედ არიან განლაგებულები. ნაკლებად პოპულარულია - ისანი-სამგორი, დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი. უცხოელებს ვურჩევთ არენდის ხელშეკრულების გაფორმებას მეპატრონესთან.
თბილისში ბინის არენდის მიახლოვებული ფასები:
ერთოთახიანი ბინა ქალაქის ცენტრში - 945 ₾;
ერთოთახიანი ბინა გარეუბანში - 580 ₾;
სამოთახიანი ბინა ქალაქის ცენტრში - 1800 ₾;
სამოთახიანი ბინა გარეუბანში - 1100 ₾;
როგორც წესი, ფასი მითითებულია აშშ დოლარებში, მაგრამ, გადახდა ხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში მიმდინარე კურსით.


ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოში იაფი, საიმედო და ეფექტიანია. სავსებით შესაძლებელია პირადი ავტომობილის გარეშე არსებობა და მეტროთი ან ავტობუსებით მგზავრობა.
მეტრო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო აშენებული და შეიძლება ცოტა მოძველებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ, სამოგზაუროდ საკმაოდ მოსახერხებელია. ცხრილში მოყვანილია ფასები ძირითად სატრანსპორტო საშუალებებზე

თბილისიდან ფასი (ლარი) მანძილი
ბათუმი 23,50 – 59,50 343
ქუთაისი 7,50 221
ზუგდიდი 14,50-33,50 317
ფოთი 14,50-27 312
სამგზავრო მატარებლის ბილეთების ფასები ძალიან დაბალია.
ბენზინზე დაბალი ფასებიდან გამომდინარე, საქალაქთაშორისო გადაადგილება ავტობუსებით ასევე არ არის ძვირი:

თბილისიდან ფასი (ლარი) მანძილი
ქუთაისი 10-12 231
მცხეთა 1-2 25
ზუგდიდი 15-17 335
ბათუმი 30 343

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასებიც დაბალია. მაგალითად, მეტროთი ერთი მგზავრობა 50 თეთრი (0,5 GEL) ღირს. გადახდა სპეციალური ბარათის ”მეტრომანის“ მეშვეობით ხდება, რომლის შეძენა მეტროს ნებისმიერ სადგურში 2 ლარად შეიძლება. საქალაქო ავტობუსით მგზავრობა 0,5₾ ღირს, სამარშრუტო ტაქსი - 0,8₾. ტაქსით 3-4 კილომეტრზე გადაადგილების საშუალო ფასი
5,50 ლარს შეადგენს.

საწვავი
საქართველოში საწვავის შემდეგ ფასად ყიდვა შეიძლება: აირი - 1 კუბური მეტრისთვის 1.05-1.20₾; ბენზინი 95 – 1.84₾; დიზელი - 2.40₾ ლიტრისთვის.

ყველაზე პოპულარული ბენზინგასამართი სადგურები საქართველოში - Gulf, Wissol, Rompetrol, Socar.




კვების პროდუქტები და საყოფაცხოვრებო საქონელი
საქართველოში გახსნილია ისეთი ბრენდების მსხვილი სუპერმარკეტები, როგორებიცაა: Carrefour, Fresco, Universam, Goodwill, Smart, ასევე შედარებით პატარა ქსელები, როგორებიცაა“ Nikora, Ori Nabiji, Spar და კერძო მაღაზიები.
პროდუქტების და საყოფაცხოვრებო საქონლის საშუალო ფასები.

საქონლის დასახელება ფასი (ლარი) რძის პროდუქტები ფასი (ლარი) კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო ქიმია ფასი (ლარი) ხილი და ბოსტნეული ფასი (ლარი)
პური 0.80 რძე 0.5% 1 ლიტრი 4.75 შხაპის გელი 6.95 ბანანები 1კგ 3
მინერალური წყალი 2ლ 1.10 ხაჭო 0% 170გ 3.55 სახის ნელსაცხი 12-15 ვაშლი 1 კგ 1.80-250
წვენები, ლიმონათი 2-3 ყველი 150გრ 3.85 თმის შამპუნი 7.95 პომიდორი 1 კგ 1.10
ღვინო ქაღალდის ყუთით 6 კეფირი 950გ 1.5% 3.85 გასარუჯი ნელსაცხი 15 კიტრი 1 კგ 1.10
ხსნადი ყავა 15-20 ყველი სულგუნი 1კგ 8 სველი ხელსახოცები 250ცალი 7.50 ვაშლატამა 1 კგ 1.50
ლუდი 2,20-4 კარაქი 5-7 სარეცხი ფხვნილი 12-20 ატამი 1.5
სიგარეტი 3-7 რბილი ყველი 150გ 3.50 ბავშვის საფენები 94ც 54 ყურძენი 1 კგ 1.5-2.5
საქონლის ხორცი 1 კგ 40-70 კვერცხი 10ც 3.55 ჭურჭლის სარეცხი სითხე 9-15 კარტოფილი 1 კგ 0.8-1.2
საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტების ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს მოცემულისგან გაყიდვის რეგიონების, ქალაქების, მაღაზიების ან ბაზრების მიხედვით.


მობილური კავშირი და ინტერნეტი
გასავლის ამ ნაწილში შედის SIM-ბარათისა და ინტერნეტის გადასახადი. მობილური ინტერნეტის ერთთვიანი პაკეტი (ქალაქების უმრავლესობაში 4G) შეძენას შეძლებთ 15₾ 5GB ან 35₾ 20GB-თვის. არსებობს ულიმიტო ინტერნეტის 180-ლარიანი პაკეტი. ადგილობრივ მობილურ ქსელებზე საუბრის 1 წუთის ფასი (ფასდაკლებების გარეშე) 0.20₾ დაგიჯდებათ. სადენიანი ულიმიტო 60 მეგაბაიტიანი ინტერნეტის გადასახადი თვეში 45₾-ს შეადგენს.

სამედიცინო მომსახურება
საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს საბაზისო სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ანაზღაურებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და საავადმყოფოში ტრანსპორტირებას სასწრაფო დახმარების მანქანით; ოჯახის ექიმის მომსახურებას პოლიკლინიკაში; ვაქცინაციას; შშმ პირთა დახმარებას; 6 წლამდე ბავშვებისთვის და პენსიონერებისთვის (ქალებისთვის - 60, მამაკაცებისთვის 65 წლის ზემოთ) ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება წლიური ლიმიტით 15,000₾. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა და ოპერაციები, მათ შორის მედიკამენტების, უფასოა. ეს სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. საქართველოში ოფიციალურად მცხოვრებ უცხოელებს შეუძლიათ სურვილისამებრ გააფორმონ სამედიცინო დაზღვევა თვეში 150 ლარის ფარგლებში, რაც საბაზისო სამედიცინო მომსახურების საფასურს დაფარავს. სადაზღვეო პაკეტები არ ითვალისწინებს სტომატოლოგიურ მომსახურებას, მისი საფასურის გადახდა ცალკე მოგიწევთ. კერძო კლინიკაში კბილის დაპლომბვა დაახლოებით 50₾, გათეთრება - 500₾, ვინირება - 300₾-დან დაგიჯდებათ.


განათლება
საქართველოში განათლება სავალდებულოა 6-დან 16 წლის ასაკის ბავშვებისთვის. სწავლა 3 ეტაპად მიმდინარეობს: დაწყებითი სკოლა 1-ლი - მე-4 კლასები და მე-5 - მე-6 კლასები, საშუალო სკოლა მე-7 - მე-9 კლასები და ზედა საფეხური. 12-წლიანი სასკოლო განათლების მიღების შემდეგ, აბიტურიენტები აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რომლების შედეგებიც განსაზღვრავს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. ქვეყანი არის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სკოლებიც. ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სკოლები უფასოა. კერძო დაწყებით სკოლაში სწავლის საფასური 120₾-დან იწყება, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
თბილისში 5 საერთაშორისო კერძო დაწყებითი სკოლაა:
«QSI» –25,000₾ წელიწადში;
«Buckswood International School» – 7,000₾ წელიწადში;
«Newton» – 5,000₾ წელიწადში;
«European School» – 18,000₾ წელიწადში;

უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ისევე როგორც სკოლები, უნივერსიტეტების როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო არსებობს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის წლიური საფასური 2,250 ლარს შეადგენს. კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 2,250-დან 10,000 ლარამდე მერყეობს. საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის საფასური:
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - 10,000₾ წელიწადში;
კავკასიის უნივერსიტეტი - 2,250-10,000₾ წელიწადში;
სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტი - 8,800₾ წელიწადში;
თავისუფალი უნივერსიტეტი - 7,000₾ წელიწადში;
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 5,500₾ წელიწადში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შეიტანოს განაცხადი სტიპენდიაზე, რომელიც ფარავს სწავლის საფასურის 30%-100% სტიპენდიის მიღების 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში.

კომუნალური გადასახადები
კომუნალური გადასახადების თანხა დიდად არის დამოკიდებული საცხოვრებელი ადგილის მდებარეობაზე. ელექტროენერგიის საშუალო ფასებია: 101 კვტ/სთ - 14.5 თეთრი 1 კვტ/სთ-ში, 101 და მეტი კვტ-ს დანახარჯისთვის - 18.6 თეთრი კილოვატისთვის.
როგორც წესი, 101 კვტ/სთ-ს მოიხმარენ მაღაზიები, სასტუმროები, ბარები და რესტორნები, რომლებსაც მუშაობის სადღეღამისო გრაფიკი აქვთ უქმეების გარეშე. ოროთახიანი ბინისთვის ზაფხულის ცხელ დღეებშიც, როცა ჩართულია ორი კონდიციონერი, მაცივარი, ტელევიზორი, ელექტროენერგიის თვიური გადასახადი დაახლოებით 70-90 ლარს შეადგენს. შემოდგომით და ზამთარში გადასახადი, როგორც წესი, 40 ლარს არ აღემატება.
ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი საქართველოს მსხვილ ქალაქებში 0.46 თეთრს შეადგენს. გათბობის სეზონზე გადასახადი 150-180 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს თანხა აგრეთვე ფარავს წყლის გაცხელებას და საჭმლის მომზადებას. ზაფხულობით ბუნებრივი აირის გადასახადი 20-30 ლარს შეადგენს.
წყლის და დასუფთავების გადასახადი დამოკიდებულია ბინაში დარეგისტრირებულთა რაოდენობაზე. ნაგვის გატანის ფასი შეადგენს დაახლოებით 5 ლარს ერთ სულ მოსახლეზე, ამასთან, ნაგვის კონტეინერები დღეში 3-ჯერ იცლება.


 
გადასახადები საქართველოში

ფიზიკური პირებისთვის საქართველოში მიღებულია ტერიტორიული საგადასახადო სისტემა. არარეზიდენტები იბეგრებიან ქართული წყაროებიდან მიღებულ შემოსავალზე. ოჯახური წყვილები იბეგრებიან ცალ-ცალკე. ყოველი დარეგისტრირებული გადამხდელი ვალდებულია წარადგინოს ცალკე დეკლარაცია, მაგრამ, ოჯახებს და მეუღლეებს სურვილისამებრ შეუძლიათ ქონების გადასახადზე ერთობლივი დეკლარაციის წარდგენა.
საქართველოში შემდეგი გადასახადები არსებობს:
საშემოსავლო გადასახადი: ფიზიკური არარეზიდენტი პირები იხდიან 20% ფიქსირებულ გადასახადს.

არენდის გადასახადი.
არარეზიდენტი პირები, რომლების იღებენ შემოსავალს ქვეყანაში კომერციული უძრავი ქონების გაქირავებისგან, როგორც წესი იბეგრებიან ფიქსირებული 20% ბეგარით.
არარეზიდენტები საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებისას იბეგრებიან არენდის საფასურის ფიქსირებული 5% განაკვეთით .

კაპიტალის ზრდის გადასახადი.
კაპიტალის ზრდა საცხოვრებელი ბინის და მიმდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვისგან იბეგრება ფიქსირებული 5% განაკვეთით. კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკუთრების გაყიდვიდან მიღებული კაპიტალის ზრდა იბეგრება ფიქსირებული 20% განაკვეთით.

მიწის გადასახადი
ამ გადასახადის რაოდენობა დამოკიდებულია მიწების კლასიფიკაციასა და მათ ადგილმდებარეობაზე. სამეურნეო საქმიანობისთვის გამოყენებული მიწები იბეგრება ფიქსირებული განაკვეთით 0.24 თეთრი 1 ჰა მიწისთვის. ეს განაკვეთი შეიძლება დაკორექტირდეს ტერიტორიული კოეფიციენტებით მაქსიმუმ 1.5 პუნქტით. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის გადასახადი მერყეობს ადმინისტრაციული ერთეულის და მიწის ხარისხის შესაბამისად 1.50-დან 100 ლარამდე ერთი ჰექტარისთვის. მიწის გადასახადს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იხდიან, რადგანაც უცხოელებს არ აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესყიდვის უფლება.

ქონების გადასახადი
ეს არის ადგილობრივი გადასახადი, რომელსაც იხდიან უძრავი ქონების, გარდა მიწისა, საბაზრო ღირებულების შესაბამისად. გადასახადის განაკვეთი მერყეობს გადამხდელის ოჯახის წლიური შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე. ზუსტი განაკვეთი დიაპაზონის ფარგლებში დგინდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით და შემდეგნაირად გამოიყურება:
40,000₾-მდე - 0,%;
40,000₾ - 100,000₾ -0,05% - 0,20%;
100,000₾ და მეტი - 0,80% - 1,00%.
განაკვეთი არაპროგრესიულია და მიესადაგება მთლიან დასაბეგრ საკუთრებას.
იურიდიული პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ცალკე საგადასახადო სისტემა.
საქართველოში საცხოვრებლად საჭირო დოკუმენტების ფასები

არსებობს საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად საჭირო რამდენიმე სახის დოკუმენტი.
ბინადრობის მოწმობა აძლევს უცხოელებს საშუალებას კანონიერად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უცხოელს შეუძლია მიიღოს ბინადრობის დროებითი ან უვადო მოწმობა. დროებითი მოწმობა გაიცემა სამუშაოდ, სასწავლებლად, ოჯახის შეერთების (თუ უცხოელს ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე ან მშობლები). ასევე არსებობს ბინადრობის საინვესტიციო მოწმობა მათთვის, ვინც საქართველოს ეკონომიკაში 300,000USD-ზე მეტი დააბანდა. ასევე, არსებობს ბინადრობის მოწმობები იმ უცხოელთათვის, ვინც საქართველოში ფლობს 100,000 USD-ზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას.
პირველ ჯერზე უცხოელს შეუძლია მიიღოს დროებითი ბინადრობის ბარათი 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, მისი 5 წლამდე ვადის გაგრძელების უფლებით. ბინადრობის საინვესტიციო მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.
ბინადრობის მოწმობის გაფორმების ფასები:
180₾ – 30 დღე;
300₾ – 20 დღე;
ბინადრობის უვადო მოწმობა გაიცემა იმ უცხოელებზე, ვისაც საქართველოში ჰყავთ ნათესავები ან იმ შემთხვევაში, თუ მათ მაღალი წლიური ბრუნვის მსხვილი ინვესტიციები აქვთ ჩადებული.

საქართველოში ცხოვრების ფასის შედარება შეიძლება ევროპის შედარებით იაფიან დედაქალაქთან, თუ ბინის ქირაობაზეა საუბარი. კვების იმპორტული პროდუქტები, ელექტრონიკა და საჭმელი რესტორნებიდან ევროპულზე ძვირია, სამაგიეროდ, კომუნალური გადასახადები და ადგილობრივი სურსათი უფრო იაფია. საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის კომფორტული ცხოვრებისთვის სასურველის 1,000 USD-იანი ყოველთვიური ბიუჯეტი, რაც საშუალებას მისცემს არა მარტო დააკმაყოფილოს საბაზისო მოთხოვნილებები, არამედ, იმოგზაუროს საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.