ფაქტები და საქართველოს კულტურა: მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა.

Chesnokov Georgii 2021-05-17

კითხვის დრო 15 მ

blog-main-image

საინტერესო ფაქტები საქართველოზე

საქართველო საოცარი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, რომელსაც ყველა ადამიანი ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს. ბევრ ჩვენგანს სმენია საინტერესო ფაქტები ქართული კულტურის შესახებ, თუმცა, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნახვა ან სულაც რომელიმე ძველ ტრადიციაში მონაწილეობა - სულ სხვაა.

საქართველო ტურისტებს განუმეორებელი კოლორიტით, მშვენიერი ბუნებით, რბილი ჰავით, მდიდარი მრავალ ათასწლიანი ისტორიითა და კულტურით იზიდავს. ამ ქვეყანაში ინახავენ ტრადიციებს, რომლების უკვე ათასწლეულებს ითვლიან. ქართული ცეკვები და სიმღერები, ეროვნული სამზარეულო, საქორწინო ტრადიციები, სადღეგრძელოები - ამაზე საათობით შეიძლება საუბარი, მაგრამ თემის ამოწურვამდე ვერ მიხვალთ.

საქართველო იმდენად გასაოცარია, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს. ზოგი საინტერესო ფაქტი თბილისზე და საქართველოზე კი იმ ადამიანებსაც გააოცებს, რომლებმაც , თითქოსდა, ამ ქვეყანაზე ყველაფერი იციან. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს საქართველოს შესახებ და ვეცდებით იმის გარკვევას, თუ რითი არის ეს ქვეყანა უნიკალური და რატომ იმსახურებს ყურადღებას.

ენობრივი თავისებურებანი

ქართული - საკმაოდ საინტერესო და, ამავდროულად, რთული ენაა, რომელიც ენათა კავკასიურ-იბერიულ უძველეს და უნიკალურ ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო ჟღერადობით არ ჰგავს სხვა არცერთ ენას. ითვლება, რომ ქართული ანბანი ძველი არამეული ენის - რომელზეც ჯერ კიდევ იესოს დროს მეტყველებდნენ - საფუძველზე არის შექმნილი.

შესასწავლად ქართული დედამიწაზე დღეს გამოყენებული ენებიდან ერთერთი ყველაზე რთულია. არის მთელი რიგი სიტყვებისა, რომლებიც ძირითადად თანხმოვნებისგან შედგება, რაც უცხოელისთვის მეტად რთული წარმოსათქმელია. მაგალითად, სიტყვა „გვფრცქვნის“. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ქართული ენის შესახებ - მას არ აქვს სქესის განმასხვავებელი გრამატიკული ფორმები.

რჩევა ყველას, ვინც საქართველოში წასვლას აპირებს: ნუ ეცდებით ადგილობრივებთან მათ ენაზე საუბარს, თუ ქართულს კარგად არ ფლობთ - მათ მაინცდამაინც არ სიამოვნებთ დამტვრეული ქართულით როცა მიმართავენ. უფროსი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობამ იცის რუსული, ახალგაზრდები კი (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთასში, ბათუმში) მეტწილად ინგლისურად მეტყველებენ.

ტაძრები

ევროპის ბევრ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მორწმუნეთა რაოდენობა კლებულობს. ეს არ ეხება საქართველოს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პატივს სცემს რელიგიას და თავს მორწმუნედ თვლის. მოსახლეობის 80% - მართლმადიდიებელია. ამიტომაც, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საქართველოში პატარა სოფლებშიც შეხვდებით ლამაზ ძველ ტაძრებს, რომლებიც უნიკალური არქიტექტურით აოცებენ მნახველს.

ნებისმიერ ქალაქშიც უამრავი ეკლესია და ტაძარია, რომელთა უმეტესობა საუკუნეების წინ იყო აგებული. ახალი ეკლესიებიც რეგულარულად შენდება და ისინი ძველ ტაძრებზე არანაკლებ დიდებულად გამოიყურებიან. ეწვიო საქართველოს და არ დატკბე აქაური ეკლესია-ტაძრების არქიტექტურით - ბევრის დაკარგვას ნიშნავს.

ქართული ღვინო

საქართველოში ნამდვილად არსებობს ღვინის კულტი, რაც გასაკვირი როდია - საქართველო ხომ მეღვინეობის აკვნად ითვლება. ლეგენდების თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის წარმოება 7 ათასი წლის წინ დაიწყო. სადღეისოდ აქ მოყავთ 500-მდე ჯიშის ყურძენი რომლისგანაც ათასობით სახეობის მრავალფეროვანი უნიკალური ღვინო მზადდება. რბილი ხელსაყრელი ჰავა ხელს უწყობს მეღვინეობის განვითარებას, ამიტომაცაა, რომ ბევრი კერძო სახლში მცხოვრებ ქართველს აქვს ვენახი და წურავს ღვინოს საკუთარი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ შედის ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორთა ნუსხაში (2018 წელს ექსპორტზე გატანილი იყო სულ 86.2 მლნ ბოთლი ღვინო), ქართული წარმოების სასმელები ძალიან ფასობს გურმანებს შორის, ხოლო, თუ ღვინის ოჯახში დამზადებაზე ვისაუბრებთ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ამდენი ადამიანი არ წურავს ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის.

საინტერესოა ქართული ღვინის წარმოების თავისებურებანიც. ღვინის გადასაღებლად და შესანახად იყენებენ თიხის სპეცილურ ჭურჭელს - ქვევრს, რომელიც ან მიწაში არის ჩაფლობილი, ან მარანში ინახება. ამასთანავე, საქართველოში არა მარტო ღვინის დამზადების, არამედ, ღვინის მოხმარების მდიდარი ტრადიციებია.

არცერთი ქართული სუფრა არ მიმდინარეობს სადღეგრძელოების წარმოთქმის გარეშე. ძირითადი სასმელი კი, ცხადია, ღვინოა. წვეულების დროს აუცილებლად ისმევა მშვიდობის, მშობლების და ქალბატონების სადღეგრძელო, ყოველი ქართული სადღეგრძელო კი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, რადგანაც გარკვეულ ზნეობრივ გზავნილს და ქვეყნის კულტურის ელემენტებს შეიცავს.

გასტრონომიული სასწაულები

გურმანებისთვის საქართველო ნამდვილი სამოთხეა. ფაქტობრივად ყველა ადგილობრივს შეუძლია უგემრიელესი მწვადის ან ხინკლის მომზადება. თუ თქვენ გიყვართ გემრიელი კერძები - საქართველო ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს.

საინტერესო ფაქტები ქართული სუფრის შესახებ.

  1. თუ სუფრაზე არ არის პური და მარილი - ითვლება, რომ საჭმელი არ არის. პური და მარილი პირველად გააქვთ სუფრასთან.
  2. ქართველებისთვის უცხოა მაღალი სამზარეულო მისი მიზერული ულუფებით. აქ სტუმრისთვის და კლიენტებისთვის მიღებულია რამდენიმე კაცის გამოსაკვებად საკმარისი ულუფით გამასპინძლება, მაგრამ, საჭმელი იმდენად გემრიელია, რომ შეიძლება თავად ისე შესანსლოთ რამდენიმე ულუფა, რომ ვერც კი გააცნობიეროთ, როგორ მოახერხეთ ეს.
  3. საქართველოში ყველის 250 სახეობის ყველი მზადდება, მათ შორის უნიკალური სახეობებიც. დასამზადებლად სხვადსხვა რძე გამოიყენება, მათ შორის კამეჩის და ცხვრის.
  4. ბოლო ჭიქა სუფრაზე აუცილებლად უნდა დაიცალოს, რათა მასპინძელს „ცრემლი“ არ დაუტოვოთ.
  5. მწვადი, ხინკალი და ბევრი სხვა კერძი აუცილებლად ხელით იჭმევა. ითვლება, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი კერძის გემოს სრულად აღქმა. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხინკლის ჩანგლით გახვრეტა, რათა არ დაიღვაროს წვენი, რომელიც ამ კერძის მთავარ პიკანტურ თავისებურებად ითვლება.
  6. ხარჩო - მეორე კერძია, რომლის ჭამა კოვზით არ არის მიღებული. არსობრივად ხარჩო - ჩაშუშული ნიგვზიანი ხორცია, რომელიც ღომთან ან ლავაშთან ერთად იჭმევა.
  7. ნებისმიერ სუფრაზე უნდა იყოს მწვანილი - რეჰანი, ოხრახუში, ქინძი და ა.შ. მთავარი ადამიანი სუფრასთან - თამადაა. არ შეიძლება მას სიტყვა შეაწყვეტინო. მას ღვინის მინიმუმ 25 250-გრამიანი ჭიქის დალევა უნდა შეეძლოს. ეს კარგი თამადისთვის ნორმად ითვლება, მან ხომ უნდა შეძლოს სუფრის ყველა წევრის სადღეგრძელოს დალევა. ამასთანავე, თამადამ სუფრის წაყვანა და სტუმრების გართობა დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში შესვენებების გარეშე უნდა შეძლოს.

ქართულ სამზარეულოზე დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა, უმჯობესია თავად ეწვიოთ ამ ქვეყანას და პირადად შეაფასოთ აქაური კერძები.

ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობა

ოჯახური ღირებულებები წმინდაა ყველა ქართველისთვის. საქართველოს სოცუზრუნველყოფის სისტემა ყოველთვის გამართულად როდი მუშაობს, ამიტომაც, რთულ სიტუაციებში ქართველების უმრავლესობას სახელმწიფოზე მეტად ახლობლების და მეგობრების იმედი უფრო აქვთ. ქართველებისთვის არც უცნაურად და არც მოსარიდებლად ითვლება დახმარებისთვის მიმართონ შორეულ ნათესავს, რომელიც ერთხელ წლების წინ ჰყავთ ნანახი. ახლობლების დახმარება ქართველებისთვის ჩვეულებრივი და საპატიო ამბავია.

აქ პატივს სცემენ უფროსებს და ნათესავებზე აუგის თქმისგან იკავებენ თავს. არის ქორწინებასთან დაკავშირებული უამრავი ტრადიცია. ერთერთი დღემდე შემორჩენილი ტრადიციაა როცა სიძის ნათესავები პატარძალს ოქროს ჩუქნიან (ეს თავისებური მზითვია). ერთერთი ყველაზე ცნობილი პატარძლის მოტაცების ტრადიცია კი დღეს სახეცვლილი გამარტივებული ფორმით არის შემორჩენილი და ძირითადად ორივე მხარის თანხმობით ხდება, თუმცა, სვანეთში (საქართველოს მთიან რეგიონში) ეს ტრადიცია პირვანდელი სახითაცაა შემორჩენილი და პატარძლის მოტაცება მისი ნების საწინააღმდეგოდაც შეიძლება მოხდეს, ამიტომაც, სვან გოგონებს ძმები მეთვალყურეობენ.

თუ საინტერესო ტრადიციების ჩამოთვლას მივყვებით, ცალკე ყურადღების ღირსია განსვენებულთან გამომშვიდობების წესები. გასვენებაში მოდიან არა მხოლოდ ნათესავები და მეგობრები, არამედ, მეზობლებიც. თუ სოფლის მაცხოვრებელს კრძალავენ, მთელი სოფელი აცილებს მას უკანასკნელ გზაზე. გასვენებაში მიღებულია ოჯახის დახმარება ფულით, ღვინით თუ საკვებით. ქართველები თვლიან, რომ ადამიანი იქამდე არის ცოცხალი, სანამ ის ახსოვთ, შესაბამისად, მიღებულია გარდაცვლილთა მოხსენიება და სუფრაზე შესანდობარის შესმა..

სტუმარი ღვთისაა

ქართველები - ერთერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ერია. აქ ყოველ სტუმარს პატივისცემით ეპყრობიან. ითვლება, რომ სტუმარი ღმერთის გამოგზავნილია, რომელსაც უნდა შესაბამისად უმასპინძლოთ.

თუ ქართველთან მოხვედით სტუმრად, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ დაგაპურებენ და ღამე თავშესაფარს შემოგთავაზებენ, ხოლო მოგეპყრობიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე უკეთესად. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა ქართული დაწესებულებების უმრავლესობაში. წესი „სტუმარი ყოველთვის მართალია“ აქ რეალურად მუშაობს.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - როცა ვინმესთან სტუმრად მიდიხართ, არ არის მიღებული ფეხზე გახდა. ეს ცუდ ტონად და უპატივისცემლობად ითვლება, ამიტომაც, არ გაიკვირვოთ, როცა სახლის ჩუსტებს არ შემოგთავაზებენ.

საქართველოს მთები

ბევრ ქვეყანაში საქართველო კავკასიონის დიადი მთებით, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენენ, არის ცნობილი. ბოლო პერიოდში საქართველოს მთები გახდნენ ნამდვილი აღმოჩენა ტურიზმის სფეროსთვის, ტურისტები აქ ხშირად სწორედ მთების გამო ჩამოდიან. არის უამრავი პოპულარული საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც ბუნებასთან ერთობის და საკუთარი თავის გამოცდის საშუალებას იძლევიან. დიდი პოპულარობის სამთო-სათხილამურო კურორტები სარგებლობს, განსაკუთრებით გუდაური და ბაკურიანი, რომლებიც სერვისის დონით და ტრასების ხარისხით არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპის პოპულარულ სათხილამურო კურორტებს, ხოლო, დასვენების ფასებს თუ შევადარებთ, გაცილებით უფრო იაფია.

საქართველოს უმაღლესი წერტილი არის კავკასიონის მთების მწვერვალი შხარა (ზღვის დონიდან 5193.2მ).

უნიკალური არქიტექტურა

საქართველო არქიტექტურის თვალსაზრისითაც გამოირჩევა სხვა ბევრი ქვეყნისგან. ამ თემას მიეძღვნა არაერთი ალბომი, რომელიც მნახველს აოცებს. საქართველო - იმ მცირერიცხვოვან ქვეყანათა რიგსმიეკუთვნება, სადაც ერთ ქუჩაზე შეიძლება იხილოთ დიდებული ძველთაძველი ტაძარი და მოდერნის სტილში შესრულებული მთლიანად შემინული ფუტურისტული ფორმების მქონე შენობა.

ტურისტული ბიზნესის განვითარებასთან ერთად საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბევრი სახელმწიფო შენობის ფასადების რეკონსტრუქცია და განახლება.

ამასთან, იყო შერჩეული საკმაოდ უჩვეულო მიმართულება. დიდ ქალაქებში მუნიციპალურ შენობათა უმეტესობა შორეული მომავლის ნაგებობებს უფრო გვაგონებს: აქ ნორმალურად ითვლება თუ მერია ან საგამოფენო გალერეა კოსმოსურ ხომალდს წააგავს. თუ პოლიციაზე, სასმართლოს ან პროკურატურის შენობებზე ვისაუბრებთ, მათ უმეტესობას გამჭირვალე ფასადები აქვს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ადამიანებს შეეძლოთ ამ მნიშვნელოვან დაწესებულებებში მიმდინარე ყველა ნიუანსი. ამ გზით ხელისუფლება საკუთარ გასხნილობის და გამჭირვალობის დემონსტრირებას ახდენს.

შენობათა დიდი ნაწილის გლობალური რეკონსტრუქციის და განახლების მიუხედავად, საქართველოში ძველი უბნების დიდი ნაწილია შემორჩენილი - ვიწრო ქუჩებით, ქვის პორტრეტული კედლებით, მოჩუქურთმებული კარებით და ეზოებით, რომლებიც წარსულში გადასასვლელ პორტალებს წააგავს. ასეთ ქუჩაზე გასეირნებისას შეიძლება აღმოჩნდეთ ძველ საქართველოში და წარმოიდგინოთ თუ როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები ასი წლის წინ. თბილისის და სხვა ქალაქების ძველ უბნებში აკრძალულია 2-3 სართულზე მაღალი შენობების აგება, რის დამსახურებითაც ბევრი შენობა და არქიტექტურული ძეგლი შენარჩუნებულია პირვანდელი სახით.

მათთვის, ვინც არქიტექტურით არის გატაცებული, საქართველო ნამდვილი სამოთხეა. აქ არის ფუტურისტული დიზაინის მქონე ბევრი ულტრათანამედროვე შენობა და, ამავდროულად, უამრავი უძველესი ტაძარი, ციხე-სიმაგრე, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, რომლებიც საუკუნეებს ითვლიან.