უძრავი ქონების გადასახადი საქართველოში: რა უნდა იცოდეს ინვესტორმა

Vlasova Alisa 2021-05-17

კითხვის დრო 7 მ

blog-main-image

გადასახადები საქართველოში

საქართველოში გადასახადს როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივ დონეზე იხდიან. ყველაზე მნიშვნელოვან გადასახადს ფედერალურ დონეზე იხდინა, მათ შორის არის საშემოსავლო, კორპორატიული და დამატებითი ღირებულების გადასახადი. ადგილობრივ დონეზე იხდიან უძრავი ქონების გადასახადს და ასევე სხვადასხვა მოსაკრებელს. საქართველოში ექვსი ფიქსირებული გადასახადი არსებობს:
საშემოსავლო - 20%;
მოგების - 15%;
ქონების - ქონების ღირებულების არაუმეტეს 1%;
დამატებითი ღირებულების გადასახადი - 18%;
სააქციზო - ზოგიერთი ტიპის პროდუქცია;
იმპორტის - 0%,5%,12%.

საშემოსავლო გადასახადი არის ფიზიკური პირების მიერ სხვადასხვა სახით მიღებული შემოსავლიდან სახელწიფოსთვის გადასახდელი თანხა, რომლებიც იბეგრება სტანდარტულად 20%-იანი განაკვეთით. უცხოური წყაროებიდან მიღებული მიღებული პირადი შემოსავალი არ იბეგრება. ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი დივიდენდებზე, პროცენტებზე და როიალთიზე იბეგრება 5%. სამედიცინო მომსახურება, ექსპორტი და განათლება გათავისუფლებულები არიან დღგ-სგან. ბრუნვის ოდენობის მიუხედავად, გადასახადების გადამხდელი, თუ ის აწარმოებს ან შემოაქვს საქონელი, უნდა დარეგისტრირდეს დღგ-ს გადასახდელად. 2008 წლიდან კორპორატიული გადასახადი ფიქსირებულ 15% წარმოადგენს. 2017 წლიდან გაუნაწილებელი მოგება გათავისუფლებულია დაბეგვრისგან. ეს სისტემა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად იყო შექმნილი.
2009 წელს გამოქვეყნებულს საგადასახადო დატვირთვის და რეფორმების ინდექსის რეიტინგებში (2009 წლის შემდეგ არ გამოქვეყნებულა), საქართველო დაბალი გადასახადების ქვეყნად შეფასდა და დაიკავა მე-4 ადგილი ჰონკონგის, გაერთიანებული საემიროების და ყატარის შემდეგ. ინდექსი ფორმირებულია საკვანძო საგადასახადო განაკვეთების მიხედვით და სპეციალური საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით. საგადასახადო სისტემის სიმარტივით და გამჭირვალეობით Doing business ინდექსის მიხედვით საქართველო 22-ე ადგილს იკავებს 87.4 ქულით. ეს შეფასება არა მარტო საგადასახადო განაკვეთებს ეფუძნება, არამედ, ითვალისწინებს გადასახადების გადახდების რაოდენობას წლის განმავლობაში, გადასახადის გადასახდელად საჭირო დროს და ასევე გადასახადების დასაბრუნებლად და საგადასახადო შემოწმებისთვის საჭირო დროს.

უძრავი ქონების ყიდვის და გაყიდვის გადასახადი საქართველოში
უცხოელი ინვესტორებისთვის საცხოვრებელი ფართების ყიდვა-გაყიდვაზე საქართველოში გადასახადი არ არსებობს. უძრავი ქონების შეძენისას მხოლოდ სახელმწიფო ბაჟი 51 ლარის ოდენობით არის გადასახდელი. სურვილისამებრ, მყიდველს შეუძლია გადაიხადოს 305 ლარი და მონაცემები საცხოვრებელზე საკუთრების უფლების შეცვლის შესახებ რეესტრში ერთ საათში იქნება შეტანილი.

დანახარჯები უძრავი ქონების ფლობაზე
საცხოვრებლის შეძენის შემდეგ მფლობელი იხდის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლის გადასახადს. რეგიონის და ადგილმდებარეობის მიხედვით გადასახადი შენობის სტატუსის და გამოყენების მიზნის მიხედვით კვადრატული მეტრისთვის 0.5 -2.8 ლარს შეადგენს. სხვა ხარჯები, როგორიცაა წყლის, ელექტროენერგიის, გაზის გადასახადი ცალკე იფარება მრიცხველების ან დადგენილი ტარიფის მიხედვით.


ქონების გადასახადი
უძრავი ქონების გადასახადი საქართველოში ადგილობრივი გადასახადების ტიპს მიეკუთვნება, რაც აღწერილია საქართველოს IX საგადასახადო კოდექსის XXIX თავში. გადასახადის ოდენობა განისაზღვრება წინასწარ განცხადებული დეკლარაციის მიხედვით. გადასახადის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით, მაგრამ მოსაკრებლის კონკრეტული ოდენობა დგინდება ყოველი მუნიციპალური წარმონაქმნის თვითმართველობის მიერ. მაგალითად, ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანომ 2017 წელს ფიზიკური პირებისთვის გადასახადი განსაზღვრა 0.2% ოდენობით.
ქონების გადასახადის განაკვეთი დამოკიდებულია ოჯახის წლიური შემოსავლით:
40 000 ლარამდე - 0%;
40 000- 100 000 ლარი - 0.05%-0.2%;
100 000 ლარის ზევით - 0.8%-1%.
თუ ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000ლარს აღემატება, მისი ქონების ღირებულება საგადასახოდა სამსახურის მიერ საბაზრო ღირებულების შესაბამისად. თუ ბინის საბაზრო ფასი, პირობითად, 100 000 ლარს შეადგენს, წლის ბოლოს ოჯახმა ქონების გადასახადის სახით 200 ლარი უნდა გადაიხადოს. თუ ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, მას მოუწევს ქონების საბაზრო ფასის 0.8% გადახდა.
ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი, თუ საქმე ეხება ინვესტორებს - იურიდიულ პირებს განისაზღვრება დასაბეგრი ქონების არაუმეტეს 1%. დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრება კომპანიის აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება, გათვლილი წლის დასაწყისსა და დასასრულში. საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება ფიქსირდება ფინანსურ და არა საგადასახადო ანგარიშებში.

უძრავი ქონების გაყიდვის გადასახადი
ბინის გაყიდვით მიღებული მოგების გადასახადს მხოლოდ საქართველოს რეზიდენტები იხდიან. უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ამ გადასახადს არ იხდიან.

ჩუქებით და მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების გადასახადი
თუ უძრავი ქონება მემკვიდრეობით გადაეცემა პირველი რიგის ნათესავებს- შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს - ის არ იბეგრება ფასის მიუხედავად. ასევე, არ იბეგრება მესამე და მეოთხე რიგის ნათესავების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, თუ მისი ღირებულება 150 000 ლარს არ აღემატება.

 
უძრავი საცხოვრებლის შენახვა საქართველოში

საცხოვრებლის შესანახად საჭირო ხარჯები საქართველოში არ არის დიდ, განსაკუთრებით, თუ მათ ევროპის ქვეყნებს შევადარებთ. ისინი შედარებით დაბალია პოსტ-საბჭოურ ქვეყნებთან შედარებითაც კი, რაც ქართულ უძრავ ქონებას მომხიბვლელობას კიდევ უფრო მატებს.

კომუნალური გადასახადები საქართველოში

კომუნალური გადასახადების ფასი საქართველოში საშუალოდ ასეთია:
ბუნებრივი აირი - 1 ლარი 1მ3-ზე;
წყალი - 0.96 ლარი 1მ3-ზე;
ელექტროენეგია - 0.32 ლარი კვტ/სთ-ში;
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა - 3.53 ლარი ერთ სულზე;
ინტერნეტი - 50 ლარი თვეში.
კომუნალური გადასახადების საშუალო ოდენობა თვეში დაახლოებით 240 შეადგენს (75 USD).

საქართველოში აპარტამენტების ყიდვა მომგებიანია არა მხოლოდ გადასახადების არარსებობის და იურიდიული პროცედურების სიმარტივის გამო, არამედ, იმიტომაც, რომ მათი შენახვა შედარებით იაფია, ამ საქმის მინდობა კი მმართველ კომპანიაზე შეიძლება. ბინის შენახვის ასეთი ვარიანტი მოსახერხებელი იქნება იმ უცხოელებისთვის, ვინც საკურორტო სეზონის დროს ქვეყანაში დასასვენებლად ჩამოდის, დანარჩენ დროს კი ბინა დაკეტილი აქვთ.