საქართველოში ბინადრობის ნებართვა უძრავ ქონებაში ინვესტირების გამო

Chesnokov Georgii 2021-05-17

კითხვის დრო 18 მ

blog-main-image

საქართველოში ბინადრობის ნებართვა უძრავი ქონების შესყიდვებისას: პირობები, ფასი, დანახარჯები

საქართველოში ბინადრობის საკითხი უძრავ ქონებაში დამბანდებელ ბევრ ინვესტორს აინტერესებს. საქართველოში გადმოსვლის საკითხი საკმაოდ პოპულარულია დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეთა შორის, მაგრამ, ბოლო დროს საქართველო მუდმივ საცხოვრებლად გადმოსასვლელად ევროკავშირის და აშშ-ს მოქალაქეთა შორისაც საკმაოდ პოპულარული გახდა. საქართველოში ბინადრობის ნებართვა აძლევს უცხოელებს იმავე უფლებებს, რაც ქვეყნის მოქალაქეებს, ამარტივებს საზღვრის გადმოკვეთის პროცედურასა და სხვა ფორმალობებს.
ბინადრობის ნებართვის რა სახეობები არსებობს და როგორ მიიღოს ბინადრობის ნებართვა ინვესტორმა - ამაზე იქნება საუბარი ამ სტატიაში
რას გვაძლევს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და როგორ მივიღოთ ის

ბინადრობის ნებართვა არის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლაში და საბანკო, სადაზღვეო, სამედიცინო და სხვა სახის მომსახურების მიღებაში. გარდა ამისა, ბინადრობის მოწმობა არის პირველი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. ქვეყანაში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ ბინადრობის ნებართვა ქართული პასპორტის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ბინადრობის ნებართვას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს - მოქალაქეებისაგან განსხვავებით რეზიდენტებს არ აქვთ პოლიტიკურ არჩევნებში, რეფერენდუმებში, კენჭისყრებში მონაწილეობის მიღების უფლება, თუმცა, ამ ნიუანსებს არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს ან მომავალში აპირებს ბიზნესის დაწყებას, შეისყიდოს უძრავი ქონება კომერციული თუ კერძო მიზნებისთვის.
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური საკანონმდებლო ბაზა ბინადრობის ნებართვის გამარტივებული წესით მისაღებად. მხოლოდ კანონის ყველა მოთხოვნის დაცვისას შეიძლება იქონიოთ ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის მიღების იმედი. ეს ეხება როგორც დროებით, ასევე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღებას. დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთი წლით, თუმცა, ნებისმიერ არარეზიდენტს მისი გახანგრძლივება შეუძლია. დროებითი ნებართვის საფუძველზე ქვეყანაში ცხოვრების 5-წლიანი ვადის ამოწურვისას კანონით დაიშვება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება. მისი მოთხოვნა შეუძლია:
შრომითი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებს, თავისუფალი პროფესიის ადამიანებს;
ინვესტორებს, მეწარმეებს;
სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს;
ოჯახის გაერთიანების კანდიდატებს;
საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს;
მოქალაქეობის არმქონე პირებს;
35 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ქონების (გარდა მიწის ნაკვეთებისა) მფლობელებს.
ბინადრობის ნებართვის მიღება ასევე შეუძლიათ იმ პირთა მეუღლეებს, შვილებს და მშობლებს, ვინც ქვეყანაში 6 წელზე მეტი ცხოვრობს. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი; თუ რეზიდენტი აქტიურად აბანდებს ეროვნულ ეკონომიკაში, მას აქვს ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება. როგორც წესი, ინვესტიციის მოცულობა 122000 აშშ დოლარიდან (300 000 ლარი) იწყება.

რა სახის ბინადრობის ნებართვები გაიცემა საქართველოში ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის მიღება შედარებით ადვილია. ინვესტიციების დაბანდების ან ეკონომიკური საქმიანობის დაწყების შემდეგ მას შეუძლლია ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართოთ ნებისმიერ უფლებამოსილ წარმომადგენლობას: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ანიუსტიციის სახლის ფილიალს. განცხადება და სხვა საჭირო დომუნეტები შეიძლება იყოს შევსებული ქართულ, ინგლისურ და/ან რუსულ ენებზე. ნებართვის ორი სახეობა არსებობს: მუდმივი; დროებითი. მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელსა და შვილზე. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება განმცხადებლის შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი. დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ვადა განისაზღვრება არა ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტობრივი ყოფნის, არამედ, დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ჯამური ვადით. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ნათესაობრივი კავშირის საფუძველზე მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელსა და შვილზე. მთავარი მოთხოვნა - ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთის არსებობა. ასეთი ნებართვას აქვს ერთი ნიუანსი - განქორწინების შემთხვევაში მისი ანულირება ხდება. სპეციალური ბინადრობის ნებართვა უვადოა და გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოში მინიჭებული აქვს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი. სპეციალური ბინადრობის ნებართვა ასევე გაიცემა უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელზე, რომლის ქვეყნიდან გაძევე შეიძლება მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს შეიცავდეს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართავას გაიცემა პირებზე, რომლებიც აპირებენ ბიზნესით დაკავებას ან მუშაობას შრომით ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოში სამუშაოდ მომავალმა განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მინიმუმ 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება მინიმალური ანაზღაურებით თვეში 1000 ლარის ოდენბით წლიური არანაკლებ 50 000 ლარის მქონე ქაღტულ კომპანიაში. ბიზნესმენები და მეწარმეები, რომლებმაც საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია, ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცახების შეტანამდე უნდა შეიტანონ მის ანგარიშზე არანაკლებ 5000 აშშ დოლარის. უვიზო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იქონიონ D1 / D2 ტიპის საიმიგრაციო ვიზა. მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებული იქნება ნებართვის გაცემის ვადებზე. განაცხადის შეტანა შესაძლებელია დისტანციურად , მინდობილი პირის მეშვეობით. შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე საქართველოში დამსაქმებელთან ოფიციალური ხელშეკრულებით სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. ინდივიდუალური მეწარმეებისთვის რეზიდენტობის ამ სახეობას ანიჭებენ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც საქართველოში დაარეგისტრირეს ბიზნესი. კომპანიის რეგისტრირების პროცესი მარტივია: იკავებს ერთ დღეს; ღირს დაახლოებით 35 USD (100 ლარი); კორპორატიული ანგარიშის გახსნა საქართველოს ნებისმიერ ბანკში; გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მიღება. არის გარკვეული ციფრები, რომლების ინვესტორი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ძირითადი კომპანიის წლიური ბრუნვა 50 000 ლარს უნდა აღემატებოდეს (რაც 17000 USD ექვივალენტურია). დამფუძნებლის ან დამფუძნებეთა ყოველთვიური შემოსავალი მათ მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ იქნება საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ბინადრობის ნებართვის ეს ტიპი გაიცემა ერთი წლის ვადით, მაგრამ, ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს, რადგანაც საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო აქტებში გარკვეული ცვლილებების შეტანას გეგმავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვადა არ შეიძლება 6 წელზე მეტი იყოს. ძირითადი რა დოკუმენტებია საჭირო მეწარმეებისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად: ამონაწერი იურიდიულ პირ საწარმოთა რეესტრიდან; ცნობა საგადასახადო სამსახურიდან, რომ კომპანიის ბრუნვა წელიწადში არანალკებ 50 000 ლარს შეადგენს; საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელს ანგარიშზე აქვს 11000 ლარზე მეტი; შეტყობინება კომპანიის უცხოელი თანამშრომლების საერთო რაოდენობის შესახებ. თუ კომპანიის დამფუძნებლები აკმაყოფილებენ ყველა პირობას, მათ ყოველწლიურად შეუძლიათ ბინადრობის ნებართვის გაგრძელება. დროებითი ბინადრობის 6-წლიანი პერიოდის შემდეგ ინვესტორს შეუძლია მუდმივი ბინადრობის მიღება. სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება სკოლაში სწავლის ან უმაღლესი განათლების დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით. მისაღებად საჭირო იქნება საბანკო ამონაწერი, რომელიც დაადასტურებს მოსწავლის/სტუდენტის ანგარიშზე სწავლების პერიოდში საცხოვრებლად საჭირო თანხის არსებობას. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. ამ შემთხვევაში ინვესტორი იღებს 5-წლიანი ბინადრობის ნებართვას. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მფლობელმა ყოველწლიურად უნდა წარადგინოს ინფორმაცია შემოსავალზე კომერციული საქმიანობიდან და დაამტკიცოდ, რომ წლიური ბრუნვა აღემატება: 50 000 USD - პირველი წელი; 100 000 USD - მეორე წელი; 120 000 USD - მესამედან მეხუთე წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ბინადრობის უფლება ეფუძნება უძრავი ქონების ფლობას, ფიზიკური პირი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას ქონებაზე, რომელიც ბინადრობის ნებართვის საფუძველი გახდა. ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის პირის ოჯახის წევრებზე. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ანალოგიურია ბინადრობის ნებართვის იმ წევრის ვადისა, ვინც ეს ნებართვა პირველმა. მისაღებად საჭიროა ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები. ბინადრობის ნებართვა უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის ამ ტიპის მიღება შეუძლიათ 100 000 USD-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების მფლობელებს. ბინადრობის ვადა - 1 წელი. ისევე, როგორც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში, ამ სახის ნებართვის მქონე პირს უძრავი ქონების ფლობის უფლება ბინადრობის უფლება უნარჩუნდება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის ამოწურვისას მან უნდა წარადგინოს საბუთი, რომ 100 000 USD-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება კვლავ მის მფლობელობაშია.

5 ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

ბინადრობის ნებართვის გაფორმება საქართველოში სხვა განვითარებულ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კანადა, ავსტრალია ან ახალი ზელანდია, გაცილებით მარტივია. ამ ქვეყნებში იმიგრაციის პროცესმა შიძლება წლები და ათწლეულები დაიკავოს და, ამავდროულად, არ იძლეოდეს მუდმივი ცხოვრების უფლების ან მოქალაქეობის მიღების არანაირ გარანტიას. საკმაოდ ხშირია იმ ადამიანთა ისტორები, ვინც 15 წლის განმავლობაში ცდილობდნენ აშშ გრინ-კარტის მიღებას.
ჩვენ გთავაზობთ იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლების უნდა გაიაროთ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ან მოქალაქეობის მისაღებად.

ნაბიჯი 1: ვიზიტი საქართელოში
ქვეყანაში ვიზიტი სავალდებულო არ არის. საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია ბინადრობის მისაღებად საბუთების დისტანციურად შეტანა.თუმცა, ვიდრე საქართველოში საცხოვრებალდა გადახვალთ ან საკუთარ ფულს უძრავ ქონებაში დააბანდებთ, მიზანშეწონილია საქართველოში ტუნდაც რამდენიმე დღის გატარება.

ნაბიჯი 2: ბინადრობის ნებართვის სახეობის არჩევა
გამომდინარე ინვესტირების ფინანსური შესაძლებლობებიდან და იქიდან, თუ რამდენად სწრაფად გსურთ მისი მიღება, ბინადრობის ნებართვის მიღების სამი ძირითადი ვარიანტი არსებობს.
გთავაზობთ ბინადრობის ნებართვის სამი ვარიანტის დადებით და უარყოფით მხარეებს.
ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე -
https://docs.google.com/spreadsheets/d/1EdtV1Fq-vHmSzUbHTNfJbwyFP8wKVIY…

მოთხოვნები ეკონომიკაში ინვესტირება უძრავ ქონებაში ინვესტირება ფრილანსერობა ან ბიზნესის წარმოება
მინიმალური ინვესტიციები 300,000 USD 100,000 USD მონაცემები არ არის
სახელმწიფო ბაჟი 180-300 ლარი 210-410 ლარი
გაფორმების ვადა 20-30 დღე 10-30 დღე
ოჯახი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან ქმდითუუნარო კმაყოფაზე მყოფი
მოქალაქეობა 5 წელიწადში



ნაბიჯი 3:
შესაბამისი ოდენობის ინვესტიციების დაბანდება შეიძლება ბიზნესის რეგისტრირების და კომერციული საბანკო ანგარიშის გახსნის ან უძრავი ქონების შეძენის გზით.


ნაბიჯი 4:
თანხების ინვესტირების შემდეგ საჭიროა ყველა სავალდებულო საბუთის შეგროვება (ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ)და ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების ტერიტორიულ ოფისში ან საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში განაცხადის შეტანა.


ნაბიჯი 5: განაცხადის შეტანა ბინადრობის ნებართვის მისაღებად
ქვეყანაში 5-წლიანი ცხოვრების შემდეგ ინვესტორეს შეუძლია მუდმივი ბინადრობის ან საქართველოს მოქალაქეობის მიღება. საქართველოში არ არის დაშვებული ორმეგი მოქალაქეობა, ამიტომ, უცხოელს მოუწევს თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა. საქართველოს მოქალაქეობის მიღება სავალდებულო არ არის და უცხოელს შეუძლია აწარმოოს ბიზნესი, ისწავლოს ან იმუშაოს საქართველოში განუსაზღვრელი ვადის განმავლობაში მუდმივი ნებართვის საფუძველზე.

ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის მიღება შედარებით ადვილია. ინვესტიციების დაბანდების ან ეკონომიკური საქმიანობის დაწყების შემდეგ მას შეუძლლია ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართოთ ნებისმიერ უფლებამოსილ წარმომადგენლობას: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ანიუსტიციის სახლის ფილიალს. განცხადება და სხვა საჭირო დომუნეტები შეიძლება იყოს შევსებული ქართულ, ინგლისურ და/ან რუსულ ენებზე.

 
ნებართვის ორი სახეობა არსებობს:
 
მუდმივი;
 
დროებითი.
 
მუდმივი ბინადრობის ნებართვა
 
გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელსა და შვილზე. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება განმცხადებლის შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე
 

გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ვადა განისაზღვრება არა ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტობრივი ყოფნის, არამედ, დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ჯამური ვადით. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

 
ნათესაობრივი კავშირის საფუძველზე
 

მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელსა და შვილზე. მთავარი მოთხოვნა - ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთის არსებობა. ასეთი ნებართვას აქვს ერთი ნიუანსი - განქორწინების შემთხვევაში მისი ანულირება ხდება.

 
სპეციალური ბინადრობის ნებართვა
 

უვადოა და გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოში მინიჭებული აქვს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი. სპეციალური ბინადრობის ნებართვა ასევე გაიცემა უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელზე, რომლის ქვეყნიდან გაძევე შეიძლება მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს შეიცავდეს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე.

 
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა
 

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართავას გაიცემა პირებზე, რომლებიც აპირებენ ბიზნესით დაკავებას ან მუშაობას შრომით ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოში სამუშაოდ მომავალმა განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მინიმუმ 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება მინიმალური ანაზღაურებით თვეში 1000 ლარის ოდენბით წლიური არანაკლებ 50 000 ლარის მქონე ქაღტულ კომპანიაში. ბიზნესმენები და მეწარმეები, რომლებმაც საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია, ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცახების შეტანამდე უნდა შეიტანონ მის ანგარიშზე არანაკლებ 5000 აშშ დოლარის. უვიზო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იქონიონ D1 / D2 ტიპის საიმიგრაციო ვიზა. მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებული იქნება ნებართვის გაცემის ვადებზე. განაცხადის შეტანა შესაძლებელია დისტანციურად , მინდობილი პირის მეშვეობით.

 
შრომითი ბინადრობის ნებართვა
 
გაიცემა უცხოელზე საქართველოში დამსაქმებელთან ოფიციალური ხელშეკრულებით სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად.
 
ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
 
რეზიდენტობის ამ სახეობას ანიჭებენ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც საქართველოში დაარეგისტრირეს ბიზნესი. კომპანიის რეგისტრირების პროცესი მარტივია:
 
იკავებს ერთ დღეს;
 
ღირს დაახლოებით 35 USD (100 ლარი);
 
კორპორატიული ანგარიშის გახსნა საქართველოს ნებისმიერ ბანკში;
 
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მიღება.
 

არის გარკვეული ციფრები, რომლების ინვესტორი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ძირითადი კომპანიის წლიური ბრუნვა 50 000 ლარს უნდა აღემატებოდეს (რაც 17000 USD ექვივალენტურია). დამფუძნებლის ან დამფუძნებეთა ყოველთვიური შემოსავალი მათ მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ იქნება საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ბინადრობის ნებართვის ეს ტიპი გაიცემა ერთი წლის ვადით, მაგრამ, ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს, რადგანაც საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო აქტებში გარკვეული ცვლილებების შეტანას გეგმავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვადა არ შეიძლება 6 წელზე მეტი იყოს.

 
ძირითადი
 
რა დოკუმენტებია საჭირო მეწარმეებისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად:
 
ამონაწერი იურიდიულ პირ საწარმოთა რეესტრიდან;
 
ცნობა საგადასახადო სამსახურიდან, რომ კომპანიის ბრუნვა წელიწადში არანალკებ 50 000 ლარს შეადგენს;
 
საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელს ანგარიშზე აქვს 11000 ლარზე მეტი;
 
შეტყობინება კომპანიის უცხოელი თანამშრომლების საერთო რაოდენობის შესახებ.
 

თუ კომპანიის დამფუძნებლები აკმაყოფილებენ ყველა პირობას, მათ ყოველწლიურად შეუძლიათ ბინადრობის ნებართვის გაგრძელება. დროებითი ბინადრობის 6-წლიანი პერიოდის შემდეგ ინვესტორს შეუძლია მუდმივი ბინადრობის მიღება.

 
სასწავლო ბინადრობის ნებართვა
 

გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება სკოლაში სწავლის ან უმაღლესი განათლების დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით. მისაღებად საჭირო იქნება საბანკო ამონაწერი, რომელიც დაადასტურებს მოსწავლის/სტუდენტის ანგარიშზე სწავლების პერიოდში საცხოვრებლად საჭირო თანხის არსებობას.

 
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა
 

გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. ამ შემთხვევაში ინვესტორი იღებს 5-წლიანი ბინადრობის ნებართვას. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მფლობელმა ყოველწლიურად უნდა წარადგინოს ინფორმაცია შემოსავალზე კომერციული საქმიანობიდან და დაამტკიცოდ, რომ წლიური ბრუნვა აღემატება:

 
50 000 USD - პირველი წელი;
 
100 000 USD - მეორე წელი;
 
120 000 USD - მესამედან მეხუთე წლამდე.
 

იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ბინადრობის უფლება ეფუძნება უძრავი ქონების ფლობას, ფიზიკური პირი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას ქონებაზე, რომელიც ბინადრობის ნებართვის საფუძველი გახდა.

 
ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით
 

გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის პირის ოჯახის წევრებზე. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ანალოგიურია ბინადრობის ნებართვის იმ წევრის ვადისა, ვინც ეს ნებართვა პირველმა. მისაღებად საჭიროა ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები.

 
ბინადრობის ნებართვა უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე